x
image
ვიზა კოხაძე
რით დასრულდება "რუსთავი 2 " - ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი
image
ჯერ კიდევ რამოდენიმე თვის წინ გახდა საზოგადოებისათვის ცნობილი ტელევიზია " რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასა და მასთან ერთად 9 ყოფილი მაღალჩინოსნის ბრალეულობისა და დაკავების შესახებ.კონკრეტულად გვარამიას დაკავება სამი სადაო ხელშეკრულების, სამი საიდუმლო ფირმისა და ფულის გათეთრების საკითხს უკავშირდება, როგორც საქმის პროკურორი
გიორგი ბაღაშვილი განმარტავს.

imageimage
image



როგორც ცნობილია, ყოფილ მაღალჩინოსნებს გვარამიას, ხეთაგურს და დანარჩენებს ბრალი ედებათ დოკუმენტაციის გაყალბებაში, ფულის გათეთრებაში და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში.

საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლების და მათ შორის უმრავლესობის ერთ-ერთი წარმომადგენლის გედევან ფოფხაძის პროტესტი მოჰყვა გვარამიას დაკავებას და მალევე იგი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გამოშვებული იქნა.

დღეს კი მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა, სადაც დაიკითხნენ მოწმეები, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად ადანაშაულებენ ბრალდებულს.პროკურატურა გვარამიას სამი საიდუმლო ფირმის ერთი და იგივე დღეს რეგისტრაციაზე და საქმეში არსებულ იმ სამ სადაო ხელშეკრულებაზე ედავება, რაზეც თავშივე მოგახსენეთ.აგრეთვე ცნობილია, რომ პროკურატურა სამივე ფირმის დამფუძნებლად ნიკა გვარამიას ასახელებს.


როგორც პროკურორი გიორგი ბაღაშვილი განმარტავს, დღეს დაკითხული ხუთი მოწმიდან ხუთივე ამტკიცებს გვარამიას ბრალეულობას, რასაც კატეგორიულად უარყოფს როგორც ნიკა გვარამია, ასევე მისი ადვოკატი.ბრალდებული მხარე ამტკიცებს, რომ დღეს დაკითხულ არც ერთ მოწმეს ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით ჩვენება არ მიუციათ და მათ ვერ წარმოადგინეს ვერც ერთი არგუმენტირებული მტკიცებულებები.

აღნიშნულ ბრალდებას ნიკა გვარამია შეთითხნილს უწოდებს და ამბობს, რომ - " პროკურატურას კიდევ დასაკითხი ჰყავს 55 მოწმე, რომლებიც ალბათ იგივე ჩვენებას მისცემენ, ხოლო რაც შეეხება დღეს დაკითხულ მოწმეებს, მათ დაადასტურეს პროცესზე, რომ ამ საქმესთან არანაირი შეხება და ინტერესი არა აქვთ".

5
45
26-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
45
  
2013, 17 აპრილი, 22:43
მე გვ არამია ძალიან მიყვარს და პატივს ვცემ მას.
2013, 17 აპრილი, 22:32
ამ სტატიაში ბევრი რამ არის დამახინჯებული, მათ შორის გვარამიას კომენტარი.
" ბრალდების მოწმეები, პრაქტიკულად ყველა მათგანი იძლევა ბრალდებულებისთვის სასარგებლო ჩვენებას . მე არ ვიცი თუ ბრალდების მოწმეს მოწმე შეიძლება ეწოდოს მას შემდეგ რაც ჩვენ დღეს მოვისმინეთ.მათ ასეთი მოწმე კიდევ ყავს 55 და ყველა მათგანი აბსოლუტურად იდენტურ ჩვენებებს იძლევა. საქმეზე არცერთი პირდაპირი და ირიბი მტკიცებულება არ არსებობს ჩვენი ბარალეულობისა. საერთოდ ვერ ვიგებ საერთოდ რა გეგმები აქვს ბრალდების მხარეს".- განაცხადა გვარამიამ.
2013, 12 აპრილი, 8:20
გვარამია ძალიან გაისვარა
2013, 12 აპრილი, 0:41
დისლაიქები არ დაგავიწყდეთ?????
0 1 5