ფეხბურთი “არსენალი” კასილიასში 17 მილიონ ევროს იხდის 2013, 8 აპრილი, 17:23 უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის დროს ლონდონის “არსენალი” მადრიდის “რეალისა” და ესპანეთის ნაკრების მეკარის, იკერ კასილიასის გადაბირებას ეცდება. ბრიტანული მედიის ცნობით, “მეთოფეთა” ხელმძღვანელები უახლოეს ხანში დაიწყებენ სამეფო კლუბის კოლეგებთან მოლაპარაკებებს. “არსენალი” კასილიასში დაახლოებით 17 მილიონ ევროს იხდის. შეგახსენებთ, რომ წლეულს კასილიასს “რეალში” საქმეები კარგად ვერ მისდის, ტრავმაც მოიშუშა, მაგრამ ძირითადში მაინც ვერ ხვდება. 361 1-ს მოსწონს
|