x
image
worldsport.ge
AS: მესი პსჟ-სთან მატჩს სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს

imageკატალონიის “ბარსელონას” ტრავმირებული ვარსკვლავი ლიონელ მესი ფრანგულ პსჟ-სთან უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალურ მატჩს სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს. ამის შესახებ AS-ი იუწყება.
აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, მესი მოედანზე მხოლოდ იმ შემთხვევაში გავა, თუკი ამის საჭიროება გახდება. კატალონიელთა სამწვრთნელო შტაბს გარისკვა არ სურს და არაა გამორიცხული, თუკი თამაში “ბარსას” სასიკეთოდ წავა, მესიმ “კამპ ნოუზე” არც ითამაშოს.
შეგახსენებთ, რომ არგენტინელი პარიზელებთან პირველ მატჩში (2:2) დაშავდა და ამის გამო, “მალიორკასთან” პრიმერა დივიზიონის შეხვედრა (5:0) გამოტოვა. ექიმთა თავდაპირველი პროგნოზით, მესის 3 კვირა უნდა გამოეტოვებინა, მაგრამ თავდამსხმელის ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა გაცილებით უკეთაა და ვითარებაც სხვაგვარადაა.


ირაკლი ჯაფარიძე

www.worldsport.ge

0
12
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0