ფეხბურთი ჯეიმს ბონდი “ლივერპულს” ქომაგობს 2013, 8 აპრილი, 10:44 ჯეიმს ბონდის ისტორიები ბავშვმაც კი იცის და განურჩევლად სქესისა და ასაკისა, ყველა თაობის საყვარელი კინოგმირია. ამ როლის შემსრულებლები კი, ჩვეულებრივი, რიგითი მოკვდავები არიან თავისი შეხედულებებით და გემოვნებით. ამ დროისთვის, ბოლო ჯეიმს ბონდი, შეუდარებელი მსახიობი დენიელ კრეიგი, “მანჩესტერ იუნაიტედის” შოტლანდიელმა მწვრთნელმა “ოლდ ტრაფორდზე” მიიპატიჟა, მაგრამ მსახიობი თამაშზე არ მივიდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ დენიელი ბავშვობიდანვე “ლივერპულს” ქომაგობს. ეს ფაქტი კრეიგის დედამ ალექს ფერგიუსონს ლონდონი - ნიუ იორკის გზაზე, თვითმფრინავში აუწყა. 5 შეფასება არ არის
|