საზოგადოება თვლის თუ არა საზოგადოება ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრს "ხელოვნების ქმნილებად"- როგორც მინისტრის მოადგილე მიზანდარი უწოდებს 2013, 7 აპრილი, 21:39
არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებს თავად კულტურის მინისტრის მოადგილე მარინე მიზანდარი, როცა აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრი თანამედროვე არქიტექტურის ნიმუშია -"გაბედული, შემოქმედებითი, ძალიან საინტერესო ხელოვნების ქმნილებაა".აღნიშნული განცხადება მან გადაცემა "აქცენტებში" გააკეთა.თუმცა მკაცრად გააკრიტიკა რიყის ტერიტორიაზე მშენებარე ნაგებობები და ფსევდო არქიტექტურასა და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებზე ისაუბრა.მისი განმარტებით, ნებისმიერი ნაგებობა არსებულ ლანდშაფტს უნდა შეესაბამებოდეს. მართლაც უადგილო და გაუმართლებელია ჯერ საყოველთაოდ ატეხილი განგაში და შემდეგ მინისტრის მოადგილის მარინე მიზანდარის განცხადებები, რომელიც ყოველგვარ ჩარჩოებს სცილდება, როცა აცხადებს, რომ პრემიერის ბიზნეს-ცენტრი "ხელთუქმნელი ქმნილებაა" და "რაბათის გუმბათი" ან რიყის ნაგებობები დასანგრევი ან სარესტავრაციო და ა.შ.საზოგადოებას ნაკლებად აინტერესებს ბიზნეს-ცენტრიც და ივანიშვილის მილიარდებიც.საზოგადოება სიახლეს ელოდება, სამუშაო ადგილებს ელოდება და ყველაზე მთავარს - ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას ელოდება. 82 28-ს მოსწონს |
ჩემი სუბიექტური პოზიციაა, ლანძღვა არ მიიღება :))))))