საბუნებისმეტყველო მსოფლიოში ყველაზე დიდი ყვავილი (5 ფოტო + ვიდეო) 2013, 5 აპრილი, 20:37 მალაის არქიპელაგის კუნძულებზე (სიმატრა, კალიმანტანი, იავა) ნაპოვნია მსოფლიოში ყველაზე დიდი ყვავილი. მისი სახელწოდებაა რაფლეზია არნოლდი. მეცნიერულ სახელწოდებას ყვავილი თავის აღმომჩენებს ოფიცერ რაფლეზსა და ბოტანიკოს არნოლდს უნდა უმადლოდეს. ადგილობრივი მაცხოვრებლები მას "ბუნგაპატმას", ანუ "ლოტოსის ყვავილს უწოდებენ" და მას სამკურნალო თვისებებს მიაწერენ. ამ უჩვეულო მცენარეს არც ფესვები აქვს და არც ფოთლები, ამიტომ მას არ აქვს უნარი თვითონ გამოიმუშაოს საჭირო ორგანული ნივთიერებები, ამის გამო ყვავილი ლიანების ღეროებზე ცხოვრობს, ჩაეჭიდება რა მას წვრილი ძაფებით. რაფლეზიას ყველაზე დიდი ეკზემპლარის დიამეტრი 106, 7 სანტიმეტრია, თუმცა საშუალო ზომა 90 სანტიმეტრს აღწევს. უზარმაზარი ყვავილის წონა ექვს კილოგრამს აღწევს. მცენარის იერი და სუნი ლპობის პროცესში მყოფ ხორცთან ასოცირდება. ამიტომ ის იზიდავს ბუზებს, რომელთა საშუალებითაც იმტვერება მცენარე. 170 5-ს მოსწონს
|