x
image
worldsport.ge
მარიკას ნეაპოლური ოცნებები

image იტალიური საფეხბურთო კლუბის, “ნაპოლის” თავგადაკლულ ქომაგებს, ჯერ კიდევ არ განელებიათ იმის სურვილი და იმედი, რომ მათი საყვარელი კლუბი მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, კიდევ ერთხელ გახდება იტალიის ჩემპიონი. მაგრამ, საქმე ისაა, რომ ნეაპოლელ ტიფოზებს ჩემპიონობის ოცნება მხოლოდ საფეხბურთო კუთხით როდი გააჩნიათ...
პოპულარულმა იტალიელმა ლამაზმანმა, მარიკა ფრუშომ ჯერ კიდევ შარშან განაცხადა, რომ თუკი ნეაპოლიტანური კლუბის ჩემპიონობას მოესწრება, 70 წლისაც რომ იყოს, სტადიონ “სან პაოლოს” ტრიბუნებზე შემოდგება და “ნაპოლის” ქომაგების გულის გასახარად, საჯაროდ იცეკვებს სტრიპტიზს.
მარიკა ფრუშო “ნაპოლის” ერთგულების გამო ბევრ რამეზე რომ წავა, ეს არაერთხელ დადასტურდა. ამ ქალბატონს, ნეაპოლელ ფეხბურთელებზეც აქვს გული შევარდნილი და დღენიადაგ იმას იმეორებს, ოღონდ “ნაპოლის” ბიჭებმა ჩემთან სექსი მოინდომონ და მზად ვარ “სამშობლოს ვემსახუროო.” როდესაც სექსის “არ გეშინია”, იქ ტრიბუნებზე სტრიპტიზის ცეკვა რა ბედენაა...
www.worldsport.ge

0
23
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0