x
image
worldsport.ge
ზიდანი: “ბეილი ისეთივე უნიკალურია, როგორც რონალდუ და მესი”

imageკვლავ გრძელდება მოლაპარაკებები უელსელი გარეთ ბეილის მადრიდის “რეალში” შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით. თანხა 60-70 მილიონ გირვანქა სტერლინგს შორის მერყეობს. ამასობაში ბეილის შესახებ თავისი აზრი “რეალის” სპორტულმა დირექტორმა ზინედინ ზიდანმაც გამოთქვა: “ბეილი წლეულს მართლაც გამორჩეულ სეზონს ატარებს. ის უნიკალური მოთამაშეა, ისეთივე, როგორც კრიშტიანუ რონალდუ და ლეო მესი. უელსელი ამ ორეულს პრაქტიკულად არაფერში ჩამოუვარდება. ძალიან გაგვიმართლებს, თუ მის გადმობირებას შევძლებთ”, – ამბობს “ზიზუ”.
შეგახსენებთ, რომ ბეილი “ტოტენჰემში” 2007 წლიდან თამაშობს. მაშინ “დეზებმა” უელსელის სანაცვლოდ “საუთჰემპტონს” 7 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადეს.


www.worldsport.ge

1
345
2-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
345
  
2013, 4 აპრილი, 16:03
გვინდა რეალში...კაკა გაყიდონ და ეს მოვიდეს...
0 1 1