x
image
ვიზა კოხაძე
უნდა შეეცვალოს თუ არა "რაბათის ციხეს" იერსახე
image
"ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა ივანე მერაბიშვილმა პრესკონფერენცია ახალციხის "რაბათის ციხის" ირგვლივ ატეხილ სკანდალს მიუძღვნა და მოუწოდა ხელისუფლებას, შეწყვიტონ ბრძოლა ახალციხის "რაბათის" კომპლექსის წინააღმდეგ.მისი განცხადებით, ხელისუფლება კომპლექსისათვის იერსახის შეცვლას აპირებს, რადგანაც თითქოს ძეგლს ძველი ისტორიული სახე აქვს დაკარგული. მან პრესკონფერენციაზე წარმოადგინა ძველი და ახალი რაბათის ფოტო მასალები.შეფასებებმაც არ დააყოვნა და image
image

ხელისუფლების წარმომადგენლები კულტურის სამინისტროს მიერ მიღებულ გდაწყვეტილებას მხარს უჭერენ და განმარტავენ, რომ მინისტრის მოადგილე მარინე მიზანდარი უფრო კომპეტენტურია, ვიდრე ვანო მერაბიშვილი და თუ დაშვებული იყო შეცდომა არქიტექტურული თვალსაზრისით, გადაწყვეტილება სამინისტრომ უნდა მიიღოს, რომლის კომპეტენციაში ეჭვიც არ ეპარებათ.

თავად მიზანდარი ამბობს, რომ არ არის აუცილებელი უსახური და იაფფასიანი ფანჩატურის არსებობა.მისი თქმით, ძალიან უხარისხოა ჩატარებული სამუშაოები და დარღვეულია ძეგლთა დაცვის საერთაშორისო მეთოდოლოგიები. ძეგლის რეკონსტრუქციის დროს დაშვებული შეცდომები უნდა გამოსწორდეს -განმარტავს მინისტრის მოადგილე მარინე მიზანდარი.

image

შეიძლება თუ არა ამ ულამაზეს ადგილს უსახური და იაფფასიანი უწოდო, მკითხველისთვის მიმინდვია?


რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობის წევრებს, როგორც დავით ბაქრაძე აცხადებს, -"უკვე აშენებული და სიძველეების ხელახალი რეკონსტრუქცია მხოლოდ იმიტომ, რომ ეს აღიქმება წინა ხელისუფლების მიერ განხორციელებულ საუკეთესო პროექტად არა ადეკვატურად მიმაჩნია. უკეთესი იქნება ახალი ხელისუფლება სხვა სიძველეების აღდგენით დაკავდნენ."
image
ჩემი აზრით, ვინც ერთხელ მაინ ყოფილა ახალ რაბათზე, დამეთანხმება, რომ მათი გადაწყვეტილება(კულტურის სა
მინისტროსი) ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით, რადგან ეს ერთ-ერთი ულამაზესი "ქმნილებაა" ჩვენს ქვეყანაში, რაც ბოლო წლებში აშენებულა.image


16
105
29-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
105
  
2013, 7 აპრილი, 20:34
არავინ არ საუბრობს რაიმეს შეცვლაზე და უბრალოდ პროვოკაციაა მორიგი
2013, 4 აპრილი, 15:12
რაბათის ციხე მე ძალიან მომწონს.
2013, 3 აპრილი, 22:24
:)))
2013, 3 აპრილი, 22:21
გაიხარე შენ :)
2013, 3 აპრილი, 20:33
მაგარი სტატიაა და ამ მთავრობამ საერთოდ გაუბერა?!
2013, 3 აპრილი, 20:27
ძველი ყოველთვის ჯობია, ძაან კარგი სტატიაა ;)
2013, 3 აპრილი, 18:28
მადლობთ
2013, 3 აპრილი, 18:20
ძალიანაც კარგია ეხლა,ყოველ შემთხვევაში ძველს ასი თავით ჯობია და სულაც არ საჭიროებს შეცვლას უამრავი საქმეა გასაკეთებელი და ჯობია მაგათ მიხედონ.მითუმეტეს რაბათი ხომ ჩემი ქალაქის სიმშვენიერეა:)
2013, 3 აპრილი, 18:17
მოდი რა სტატიის შინაარსე არ ჩავერევი :))

სტატია კარგია, სუპერ :))
2013, 3 აპრილი, 18:14
ძალიან ლამაზია.ძველი ჯობდა აბა? რა რეკონსტრუქცია სისულელეა.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10