x
image
worldsport.ge
ჟორდი როურა: “პსჟ-ს კოზირი მრავლად აქვს”

imageკატალონური “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ჟორდი როურამ, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის წინ ფრანგულ პსჟ-სთან, უეფას ოფიციალურ საიტთან მომავალი მატჩის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
თამაში პარიზში, “პარკ დე პრენსზე” თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
“ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მოხარული ვართ, პარიზში რომ ვითამაშებთ. მეტოქეს ბრწყინვალე გუნდი და საუცხოო მოთამაშეები ჰყავს, მაგალითად ხავიერ პასტორე და ესეკიელ ლავესი. პსჟ-ს დასამარცხებლად სრული 100 პროცენტით უნდა დავიხარჯოთ. ისინი სწრაფები არიან კონტრშეტევებისას და ძლიერად თამაშობენ ჰაერში, განსაკუთრებით ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ტიაგო სილვა. ამ გუნდს უამრავი კოზირი აქვს. ჩვენ კარგად შევისწავლეთ პსჟ-ს თამაში და საკუთარი ტაქტიკის შეცვლას არ ვაპირებთ.
ხორდი ალბას და ჩავი ერნანდესს დაზიანებები აქვთ, მაგრამ მათი მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. მათ ესპანეთის ჩემპიონატის მატჩი გამოტოვეს და ითამაშებენ თუ არა პარიზში, უშუალოდ თამაშის წინ გადაწყდება. თამაშის დღეს ტიტო ვილანოვა სათადარიგოთა სკამზე იქნება. მოხარულები ვართ მისი დაბრუნებით” - განაცხადა როურამ.


www.worldsport.ge

0
7
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
7
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0