სამარხვო კერძები ფორთოხლის სამარხო კექსი 2013, 30 მარტი, 21:18 არ დაგეზაროთ, რადგან მისი მომზადება ძალიან მარტივია. თავად კექსი კი გემრიელი.
საჭირო მასალა კეკსისთვის: 2 მოზრდილი ფორთოხლის ცედრა შაქარი-1ჭიქა ფორთოხლის წვენი-250მლ 1ჩ/კ სოდა+ძმარი, 1/2 ჩ/ჭ ფქვილი-2, 5 ჩ/ჭ მზესუმზირის ზეთი-1/2 ჩ/ჭ მომზადების წესი: შაქარი და ფორთოხლის წვენი კარგად ათქვიფეთ( ანუ სანამ შაქარი არ გაიხსნება), დააამატეთ ზეთი, სოდა ძმრით, ცედრა და ბოლოს ფქვილი.ფორმას წაუსვით ზეთი, მოაყარეთ ფქვილი და ჩააასხით მომზადებული მასა ფორმაში . 170 გრადუსზე გამოაცხვეთ 40 წუთი. საჭირო მასალა მოსართავად: 3 ფორთოხალი 2 ჭიქა შაქარი 1/2 ჭიქა წყალი ვანილი გემოვნებით ფორთოხალი დაჭერით მრგვალ ნაჭრებად, ჩაალაგეთ ღრმა ტაფაში, დაასხით წყალი და წამოადუღეთ. 3-4 წუთში გადმოდგით ამოალაგეთ ფორთოხალი, დაამატეთ შაქარი და ისევ წამოადუღეთ შემდეგ ისევ ჩაააწყეთ მასში ფორთოხლის ნაჭრები და12-15 წუთი ადუღეთ. გაგრილებული ფორთოხლის სიროფი მოასხით კექს, თავად ფორთოხლით კი მორთეთ. 710 6-ს მოსწონს
|