x
image
gionare
ფორთოხლის სამარხო კექსი
imageარ დაგეზაროთ, რადგან მისი მომზადება ძალიან მარტივია. თავად კექსი კი გემრიელი.


საჭირო მასალა კეკსისთვის:

2 მოზრდილი ფორთოხლის ცედრა

შაქარი-1ჭიქა


ფორთოხლის წვენი-250მლ

1ჩ/კ სოდა+ძმარი, 1/2 ჩ/ჭ
ფქვილი-2, 5 ჩ/ჭ

მზესუმზირის ზეთი-1/2 ჩ/ჭ


მომზადების წესი:

შაქარი და ფორთოხლის წვენი კარგად ათქვიფეთ( ანუ სანამ შაქარი არ გაიხსნება), დააამატეთ ზეთი, სოდა ძმრით, ცედრა და ბოლოს ფქვილი.ფორმას წაუსვით ზეთი, მოაყარეთ ფქვილი და ჩააასხით მომზადებული მასა ფორმაში . 170 გრადუსზე გამოაცხვეთ 40 წუთი.


საჭირო მასალა მოსართავად:

3 ფორთოხალი

2 ჭიქა შაქარი

1/2 ჭიქა წყალი

ვანილი გემოვნებით


ფორთოხალი დაჭერით მრგვალ ნაჭრებად, ჩაალაგეთ ღრმა ტაფაში, დაასხით წყალი და წამოადუღეთ. 3-4 წუთში გადმოდგით ამოალაგეთ ფორთოხალი, დაამატეთ შაქარი და ისევ წამოადუღეთ შემდეგ ისევ ჩაააწყეთ მასში ფორთოხლის ნაჭრები და12-15 წუთი ადუღეთ. გაგრილებული ფორთოხლის სიროფი მოასხით კექს, თავად ფორთოხლით კი მორთეთ.

0
710
6-ს მოსწონს
ავტორი:gionare
gionare
710
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0