x
image
ხიზანიშვილი
რა აწუხებს ლელა მებურიშვილს და როგორ რეაგირებს ის ჭორებზე

image- ლელა მებურიშვილი, რომელიც რუსთავი 2-ის გადაცემა "ნანუკას შოუ"-ს ერთ-ერთი სტუმარი გახლდათ ისაუბრა თუ როგორ რეაგირებს ჭორებზე და რა აწუხებს მას. ჭორების შესახებ მან განაცხადა, რომ ის უკვე მიეჩვია ამ ყოველივეს, მას ზოგჯერ ისეთ ადამიანთან აკავშირებენ და "ათხოვებენ" მასზე, რომელსაც იგი საერთოდ არ იცნობს და ყოველ შაბათს მისი "ქორწილია", თუმცა ამას უკვე ძალიან მსუბუქად იღებს. მაგრამ როგორც ლელა ამბობს არის ჭორი რომელიც უკვე იმ დონეზე ვითარდება, რომ იგი სრულიად აბსურდულია, მარტო მას აღარ ეხება, მის ოჯახს, მის გარემოცვას ეხება და მისი ახლობლებისთვის არის შეურაცმყოფელი, აღარ იცის როგორ უარყოს ეს ყოველივე და ამაზე ძალიან ღიზიანდება. რაც შეეხება ჭორებს თუ კრიტიკას "კატოს" როლთან დაკავშირებით, ლელამ შემდეგნაირი კომენტარი გააკეთა: ეს ბუნებრივია, როცა მაყურებელი შეჩვეულია პერსონაჟს, რომელიც ძალიან უყვართ, ძალიან კარგად თამაშობდა და უხდებოდა პერსონაჟს. ის ამ კრიტიკისთვის მზად არის და იმედი აქვს, რომ ძალიან მალე შეეჩვევიან მას ამ როლზე და შეიყვარებენ ამ პერსონაჟითაც. ხოლო იმასთან დაკავშირებით, თუ რა აწუხებს ლელა მებურიშვილს და კითხვაზე თუ რა ხდება მის პირად ცხოვრებაში ლელამ "განაცხადა" რომ სამწუხაროდ ის არის მარტო, აღარ უნდა, რომ ის მარტო იყოს და მას ეს უკვე ძალიან აწუხებს.

0
98
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
98
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0