x
image
worldsport.ge
მამუკა გორგოძე - პირველი აღმოსავლეთევროპელი “ოსკაროსანი”

imageსაქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული “მონპელიეს” ლიდერმა, მესამეხაზელმა მამუკა გორგოძემ, ყოველდღიური სარაგბო გამოცემა “მიდი ოლიმპიკისგან” კუთვნილი ჯილდო, “ოსკარი” ჩაიბარა.
26 მარტს მონპელიეში ათასზე მეტი წარმომადგენელი იმისათვის შეიკრიბა, რომ 28 წლის გამორჩეული, ქარიზმატული მოთამაშისთვის, საფრანგეთის ტოპ 14-სა და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ “ჰაინეკენის თასზე” ნაჩვენები საუცხოო თამაშისთვის საკადრისი პატივი მიეგო. მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ პრესის წარმომადგენლები, “მონპელიეს” სპონსორები და მამუკას თანაგუნდელები. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ფაბიენ გალტიემ და კაპიტანმა ფულგანსე უედრაოგომ თანაგუნდელს აღიარება მიულოცეს, მერე კი მიკროფონთან ქართველი მიხეილ ნარიაშვილი მივიდა და ორიოდე თბილისი სიტყვა მანაც თქვა. პირველხაზელმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ გორგოძის წარმატებით მთელი საქართველო ამაყობს.
“მიდი ოლიმპიკი” სპეციალური “ოსკარით” მორაგბეებს 1954 წლიდან აჯილდოვებს და აქამდე აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენელს ის ერთხელაც არ შეხვედრია. უფრო მეტიც, “ოსკარის” ღირსი აქამდე იტალიელი მორაგბეც არასდროს გამხდარა. მამუკა გორგოძის სამადლობელი სიტყვა მოკლე და მრავლისმომცველი იყო: “მადლობა “მიდი ოლიმპიკს” აღიარებისთვის. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს თანაგუნდელებს, რომელთა გარეშეც ამ წარმატების მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა”.

“მონპელიე” ბოლო წლებში საფრანგეთის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად იქცა და ქვეყნის ჩემპიონატის ფინალშიც ითამაშა. ამასთან, გუნდი პირველად გავიდა “ჰაინეკენის თასის” მეოთხედფინალში და 6 აპრილს “კლერმონს” ეთამაშება, ამ ყველაფერში კი, ქართველი ლეგიონერს უდიდესი წვლილი მიუძღვის და ეს შრომა სათანადოდაც დაუფასდა.

წყარო: www.worldsport.ge

0
188
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
188
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0