გერმანელი ჟურნალისტების ცნობით, “ბარსელონამ” და “დორტმუნდმა”, მატს ჰუმელსის ტრანსფერთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს.
ყველასთვის ცნობილია, რომ უახლოეს ზაფხულში, კატალონიელები ცენტრალურ მცველს დაიმატებენ. დასახელდა არაერთი კანდიდატი, რომელთა შორის პრიორიტეტულად “დორტმუნდის” დაცვის ლიდერი მატს ჰუმელსი მიიჩნევა.
გერმანული Bild-ის ინფორმაციით, მხარეებმა მოლაპარაკებები უკვე დაიწყეს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ჰუმელსს “დორტმუნდთან” კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, კატალონიელებს ფეხბურთელის ხელში იაფად ჩაგდება გაუჭირდებათ.
მატს ჰუმელსი “ბაიერნის” სკოლის აღზრდილია. “დორტმუნდში” ის 2008 წლიდან თამაშობს. იურგენ კლოპის გუნდში ჩატარებულ 176 თამაშში, 191 სანტიმეტრი სიმაღლის ფეხბურთელმა 19 გოლი გაიტანა. 2010 წლიდან დღემდე, ჰუმელმას გერმანიის ეროვნული ნაკრების ფორმა 24-ჯერ მოირგო.
წყარო: www.worldsport.ge