x
image
ვიზა კოხაძე
ნინო ბურჯანაძის ტაიმ-აუტი დასრულებულია.
image
2003 წლის "ვარდების რევოლუციის"ავტორი ერთადერთი ქალბატონი, მოგეხსენებათ ნინო ბურჯანაძეა, ქალბატონი, რომლის ოპოზიციონერობა ბოლო წლებში უპერსპექტივო და უნაყოფო აღმოჩნდა ქვეყნისთვის.ეს ის ქალბატონია, რომელმაც "ვარდების რევოლუციის" გზით მოსული რადიკალურად განწყობილი ხელისუფლების ლეგიტიმაცია განახორციელა.

ქართული პოლიტიკური მწვერვალები შეიძლება უახლოეს მომავალში ყოფილმა ქართველმა ქალბატონებმა, ყოფილმა ვიცე სპიკერმა ნინო ბურჯანაძემ და ექს მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა დაიპყრონ.ამის შანსები თუ თვალს გადავავლებთ მათ მიერ გაკეთებულ ბოლო დროინდელ განცხადებებს, ნამდვილად აქვთ.

image
ახალი ხელისუფლების მამამთავარიც ხომ აშკარად გახდა "ნაცებისგან" დევნილი ყოფილი ჩინოვნიკების აქტიური და დაუფარავი დამცველი, აქტიური მსმენელი, აქტიური მხარდამჭერი მათი პოლიტიკური ზრახვებისა.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ის ამაყობს 26 მაისს რუსთაველზე ყოფნით, რადგან მისი თქმით, სწორედ 26 მაისსმა განაპირობა პირველი ოქტომბრის გამარჯვება "რომ არა 26 მაისი ეს გამარჯვება არ დადგებოდა, ეს აბსოლუტური ჭეშმარიტებაა"-აცხადებს ბურჯანაძე. აღნიშნული განცხადება მეტი არაფერია, თუ არა რევანშისათვის მზადება.image


მისივე განმარტებით, ის რომ სხვაგვარად მოქცეულიყო (ციტირებას ვახდენ) "ივანიშვილი პოლიტიკაში არ მოვიდოდა და "ნაციონალური მოძრაობა" დარჩებოდა ხელისუფლებაში 30 წელი".მართალია ბურჯანაძე როცა აცხადებს, რომ 26 მაისი მართლაც იყო თავგანწირული ადამიანების ბრძოლა ქვეყნის დამღუპველი რეჟიმის წინააღმდეგ, რითიც ის ამაყობს კიდეც, მაგრამ საზოგადოებას არც 7 ნოემბერი ავიწყდება და არც ბურჯანაძე-ბიწაძის ნაშოვნი მილიონები.

საინტერესოა, რატომ არ დაინტერესდა ახალი ხელისუფლების პირობებში პროკურატურა ბურჯანაძით, მაშინ, როცა თავად მერაბიშვილისა თუ ადეიშვილისკენ იშვერს ხელს და კითხვას სვამს, თუ რატომ არ ზიან ციხეში მისი ყოფილი თანაგუნდელები? image
დაუზოგავად აფრქვევს დარიგებებს სატელევიზიო ეთერიდან.

მაგრამ ჩვენი უბედურება სწორედ ამაშია!ვინც 7 ნოემბერი ან 26 მაისი თავის თავზე იწვნია, მათთვის ძნელი მოსასმენია იმ ისტორიული "ვარდების რევოლუციის" ავტორისგან ასეთი ტონით შეურაცხმყოფელი განცხადებების მოსმენა.მართალია, პოლიტიკა ინტერესთა თანხვედრის ხელოვნებაა, მაგრამ ჩვენთვის მაინც კარს მომდგარი საპრეზიდენტო არჩევნებია.

6
59
21-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
59
  
2013, 28 მარტი, 21:48
ახალაია კი არა თვითონ უნდა იჯდეს და კიდე მისი თანამოაზრეები.
2013, 28 მარტი, 21:45
აცხადებს,რომ ცინისმია ყველაფერი მარტო ახალაია რომ ზის ციხეშიოD:D:D:
2013, 28 მარტი, 21:37
ეს ქალი ერთერთი აგენტია და მე ვფიქრობ რომ მისი ადგილი ციხეშია და არა საპრეზიდენო სიაში !
2013, 28 მარტი, 15:51
მაგარი ჯახი იქნება ნინოს და სალომას შორის. ისედაც არ ეხატებოდათ ერთმანეთი გულზე:)
0 1 6