საქართველო ნინო ბურჯანაძის ტაიმ-აუტი დასრულებულია. 2013, 28 მარტი, 15:42 2003 წლის "ვარდების რევოლუციის"ავტორი ერთადერთი ქალბატონი, მოგეხსენებათ ნინო ბურჯანაძეა, ქალბატონი, რომლის ოპოზიციონერობა ბოლო წლებში უპერსპექტივო და უნაყოფო აღმოჩნდა ქვეყნისთვის.ეს ის ქალბატონია, რომელმაც "ვარდების რევოლუციის" გზით მოსული რადიკალურად განწყობილი ხელისუფლების ლეგიტიმაცია განახორციელა. ქართული პოლიტიკური მწვერვალები შეიძლება უახლოეს მომავალში ყოფილმა ქართველმა ქალბატონებმა, ყოფილმა ვიცე სპიკერმა ნინო ბურჯანაძემ და ექს მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა დაიპყრონ.ამის შანსები თუ თვალს გადავავლებთ მათ მიერ გაკეთებულ ბოლო დროინდელ განცხადებებს, ნამდვილად აქვთ. ახალი ხელისუფლების მამამთავარიც ხომ აშკარად გახდა "ნაცებისგან" დევნილი ყოფილი ჩინოვნიკების აქტიური და დაუფარავი დამცველი, აქტიური მსმენელი, აქტიური მხარდამჭერი მათი პოლიტიკური ზრახვებისა. ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ის ამაყობს 26 მაისს რუსთაველზე ყოფნით, რადგან მისი თქმით, სწორედ 26 მაისსმა განაპირობა პირველი ოქტომბრის გამარჯვება "რომ არა 26 მაისი ეს გამარჯვება არ დადგებოდა, ეს აბსოლუტური ჭეშმარიტებაა"-აცხადებს ბურჯანაძე. აღნიშნული განცხადება მეტი არაფერია, თუ არა რევანშისათვის მზადება. მისივე განმარტებით, ის რომ სხვაგვარად მოქცეულიყო (ციტირებას ვახდენ) "ივანიშვილი პოლიტიკაში არ მოვიდოდა და "ნაციონალური მოძრაობა" დარჩებოდა ხელისუფლებაში 30 წელი".მართალია ბურჯანაძე როცა აცხადებს, რომ 26 მაისი მართლაც იყო თავგანწირული ადამიანების ბრძოლა ქვეყნის დამღუპველი რეჟიმის წინააღმდეგ, რითიც ის ამაყობს კიდეც, მაგრამ საზოგადოებას არც 7 ნოემბერი ავიწყდება და არც ბურჯანაძე-ბიწაძის ნაშოვნი მილიონები. საინტერესოა, რატომ არ დაინტერესდა ახალი ხელისუფლების პირობებში პროკურატურა ბურჯანაძით, მაშინ, როცა თავად მერაბიშვილისა თუ ადეიშვილისკენ იშვერს ხელს და კითხვას სვამს, თუ რატომ არ ზიან ციხეში მისი ყოფილი თანაგუნდელები? დაუზოგავად აფრქვევს დარიგებებს სატელევიზიო ეთერიდან. მაგრამ ჩვენი უბედურება სწორედ ამაშია!ვინც 7 ნოემბერი ან 26 მაისი თავის თავზე იწვნია, მათთვის ძნელი მოსასმენია იმ ისტორიული "ვარდების რევოლუციის" ავტორისგან ასეთი ტონით შეურაცხმყოფელი განცხადებების მოსმენა.მართალია, პოლიტიკა ინტერესთა თანხვედრის ხელოვნებაა, მაგრამ ჩვენთვის მაინც კარს მომდგარი საპრეზიდენტო არჩევნებია. 59 21-ს მოსწონს
|