x
image
worldsport.ge
გამოუშვით "დრაკონები"

imageსაქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა, გრენობლში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში V-VIII
ადგილებისათვის, იტალიელი თანატოლები 17:12 დაამარცხა და V ადგილისთვის უელსისა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის გამარჯვებულს ეთამაშება.უმცროსმა “ბორჯღალოსნებმა” მეტოქე თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში ყველა კომპონენტში დაჯაბნეს. პირველ ტაიმში ბურთს და ტერიტორიას რომ აკონტროლებდენ, ჯარიმების კარში დარტყმაც ითაკილეს და უმეტესად, ლელოს
გატანაზე ითამაშეს. ანგარიში მაინც ჯარიმით, რევაზ ჯინჭველაშვილმა გახსნა, რაზეც იტალიელებმა ერთადერთი გააზრებული შეტევით გვიპასუხეს, ინდივიდუალურად ორმა მბოჭავმა მოიერიშე ვერ დაიჭირა და ლელოც გავიდა, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი იყო. ამის შემდეგ, ქართველთა უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა და დაწინაურების შანსიც არაერთხელ გაჩნდა, მაგრამ ჯარიმების კარში დარტყმაზე უარმა და ლელოზე თამაშმა, ბედნიერი წუთი ბოლო მომენტამდე გადადო. მერე, 22-ში მოგებული დერეფნიდან რამდენიმე დარტყმის შემდეგ, ზაურ ხარებავამ
ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში ზედ ძელებსშუა დაამიწა და ჯინჭველაშვილმაც გარდასახვით საწყისი 35 წუთის საბოლოო შედეგი, 10:5 დააფიქსირა.მეორე ტაიმი, უმეტესად, დაცვაში თამაშის გაკვეთილს გავდა. თითქოს განზრახ, “ბორჯღალოსნებმა” მეტოქეს გასაქანი მისცეს და მერე მაგრად ბოჭეს. სალელოვე შეტევა რომ მოვიგერიეთ, იქით ჯარიმის დარტყმაზე კვლავ უარი ითქვა,
სამაგიეროდ, 5-მეტრა დერეფანს რამდენიმე მოკლე დარტყმა მოჰყვა და ლელოც გავიდა, რასაც ჯინჭეველაშვილის ზუსტი გარდასახვა დაერთო. 61-ე წუთზე, იტალიამ ალამთან ლელო რომ გაიტანა და გარდასახვაც გამოიყენა, დარჩენილმა წუთებმა დაძაბულობა შეინარჩუნა, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა თავი კარგად
დაიცვა და ანგარიშის მიუხედავად - 17:12 - დამაჯერებელი და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.



წყარო: www.worldsport.ge

0
155
2-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
155
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0