x
image
t.x.
პედაგოგი ცდილობდა მეგობრის უკვდავების მიღწევას რადიაციის დახმარებით

imageმოსკოველმა პოლიციელებმა დააკავეს ერთ-ერთი კოლეჯის მასწავლებელი, რომელიც თავის მეგობრებს რადიოაქტიულ ნივთიერებებს შეასწავლიდა. პედაგოგს სამართალდამცავებმა დაახლოებით თხუთმეტი კილოგრამი საშიში რადიოაქტიული ნივთიერება აღმოუჩინეს. თავისი საქციელი იმით ახსნა, რომ ის მუშაობდა მეგობრის უკვდავებაზე. პოლიციელებმა მოგვითხრეს, რომ 35 წლის კაცის ბინაში და ავტოფარეხში ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილი იქნა სხვადასხვა რადიოაქტიული ნივთიერების შემცველი მეტალის საგნები. ამოღებულ ნივთებზე განაცხადა, რომ მიჰქონდა სხვადასხვა ქვეყნებში, კერძოდ რომელში, არ დაუზუსტებია. დაკავებულის თქმით, მისი მეგობარი, რომელიც უკვდავების მიღწევას ცდილობდა, იმყოფებოდა რადიაციით დასხივებულ ზონაში, სადაც რამდენიმე ხნის წინ მოხდა კატასტროფა. კერძოდ კი ჩელიაბინსკის ატომურ სადგურზე, მაგრამ მისივე თქმით ეს დასხივება საკმარისი არ აღმოჩნდა.(შეგახსენებთ, რომ ჩელიაბინსკში ავარია მოხდა 1949 წელს. მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდნენ რა ზიანის მოტანა შეეძლო ამ ელემენტებს და მეცნიერმა კურჩაკოვმა ატომური რეაქტორიდან თავისი ხელით გამოიღო პლუტონის სასიკვდილო ამპულები.) არსებული მდგომარეობით, ყველა ნაპოვნი ნივთი მოთავსებულია სპეციალურ კონტეინერში. პედაგოგის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის 220 მუხლის თანახმად, რომელიც ითვალისწინებს, მომწამლავი და რადიოაქტიული ნივთიერებების უკანონოდ შენახვისათვის. მას ორი წლით პატიმრობა ემუქრება.

0
38
5-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0