x
image
კატაპულტი
კაცს 18 წელი დანის ნატეხი ჰქონდა თავში
image

კანადელმა ექიმებმა ორი უცნაური ავადმყოფი გამოაჯანმრთელეს. სალვადორელ მამაკაცს თავიდან 9 სანტიმეტრის სიგრძის დანის ნატეხი ამოუღეს, ხოლო კანადის მოქალაქეს ზურგიდან ამოაცალეს მსგავსი მეტალი.

პირველ შემთხვევაში ხორხე ალბერტო გონსალეს კამპოსს 18 წელი სტანჯავდა თავის ტკივილები, 1995 წელს მას მძარცველების ბანდა დაესხა თავს და დანით მიაყენეს ჭრილობები.ექიმებმა მაშინ შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარეს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, დანის ნატეხი არ ამოუღიათ.12 წლიანი ტკივილების შემდეგ სალვადორელმა ექიმებმა მას დანის ნატეხი უპოვეს თავში, მაგრამ ოპერაციის ჩატარებაზე პასუხისმგებლობა ვერ აიღეს, რის გამოც მამაკაცს კიდევ 6 წელი დასჭირდა ტკივილების მოთმენა, ვიდრე უცხოეთში არ გაემგზავრა და იქ არ გაიკეთა ექვსსაათიანი ოპერაცია, რომლის შედეგადაც მისი თავიდან 9 სანტიმეტრის სიგრძის დანის ნატეხი ამოიღეს.

რაც შეეხება კანადელი ბილ მაკნელის შემთხვევას, იგი ერთ-ერთ დაბადების დღეზე მომხდარ ჩხუბში დაჭრეს.მას ზურგში ხუთჯერ ჩაარტყეს დანა.3 წლის შემდეგ კი ექიმებმა მას მეტალ-დეტექტორით აღმოუჩინეს დანის ნატეხი და გაათავისუფლეს მძიმე ტკივილებისაგან.


ერთი შეხედვით დაუჯერერბელი ფაქტებია, მაგრამ ეს რეალობაა.

0
42
3-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0