სხვა ნეო-ნაცისტების ტრიოს 129 დამხმარე გერმანიაში 2013, 24 მარტი, 21:39 ![]() უვე მუნდლოსი - აკადემიურ ოჯახში გაზრდილი 38 წლის მამაკაცი.მისი მამა პროფესორი გახლდათ.მიუხედავად კარგი განათლებისა და უმაღლესში სწავლის სურვილისა, საპირისპირო გზას დაადგა.მან თავის წითელი ფერის ფორდ-ესკორტს შემდეგი სერია და ნომერიც კი გაუკეთა: J-AH 41 (AH- ადოლფ ჰიტლერის ინიციალები). უვე ბუნჰარდტი ძირითადად უმუშევარი, ზოგჯერ კი დამხმარე მუშა იყო.იგი მიჩნეულია, როგორც დაჯგუფების ექსპერტი იარაღის საკითხში.1997 წელს იგი 2 წლითა და 3თვით ჩასვეს ციხეში იმისათვის, რომ ერთ-ერთ საავტომობილო ხიდზე დაკიდა თოჯინა ებრაელის აღნიშვნით და ზედ გაუკეთა წარწერა “ფრთხილად ბომბი". ბეატრ ზშაპი განათლებული მებაღე და ხანგრძლივი დროის განმავლობაში უმუშევარი იყო.მან შექმნა საკმაოდ ექსტრემალური მონოპოლიური თამაში, სადაც ციხეს უწოდა საკონცენტრაციო ბანაკი.მას მჭიდრო კავშირი ჰქონდა ორივე ზემოთნახსენებ მამაკაცთან და გამოირჩეოდა მკაცრი ხასიათით.მან შეკამათებისას ერთ-ერთ ქალბატონს მხარიც კი მოსტეხა. ამჟამად სამართალდამცავები მუშაობენ დაჯგუფების წევრების დადგენასა და დაკავებაზე. 35 4-ს მოსწონს
|