x
image
კატაპულტი
მექსიკაში მომხდარმა ამბავმა მსოფლიო შოკში ჩააგდო

imageსურათზე ხედავთ სკამზე დასვენებულ 7 მიცვალებულს.მსოფლიოს ყურადღება მექსიკაში მომხდარმა მასობრივმა ხოცვამ მიიპყრო.

ეს ქვეყანა წლების განმავლობაში ჩაბმული იყო ნარკოტიკებისათვის ომში.მისი მონაწილეები სისხლის ბოლო წვეთამდე ებრძოდნენ ერთმანეთს.22 მარტს კი ქალაქ ურუაპანში შვიდი ადამიანი მოკლეს და ქუჩაში პლასტმასის სკამებზე მოათავსეს.შეიარაღებული პირები ერთ-ერთ ბარში შეიჭრნენ და იქ მყოფი შვიდი მოქალაქე, მათ შორის სამი ფედერალური აგენტი სიცოცხლეს გამოასალმეს. მიზეზი იმ დროისათვის უცნობი იყო, თუმცა თანდათან დგინდება, რომ აღნიშნული ფაქტი კვლავაც ნარკოტიკებს უკავშირდება.

ცნობისათვის, მექსიკაში 2007 წლიდან 60 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ნარკოტიკებისათვის ბრძოლაში.2012 წლის მაისში კი სამართალდამცავებმა ამ ფაქტზე არანაკლებ საზარელი შემთხვევა აღმოაჩინეს:მონტერეის ავტომაგისტრალზე პოლიციელებმა 43 მამაკაცისა და 6 ქალის გვამი იპოვეს.ყველა მათგანი თავში ნასროლი ტყვიით იყო გარდაცვლილი და ამასთან, ხელები და ფეხები მოჭრილი ჰქონდათ, რათა მათი იდენტიფიცირება გართულებულიყო.

მექსიკის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილებს დიდწილად აკონტროლებს დაჯგუფება, რომელიც ყოფილი ელიტარული ჯარისკაცებითაა დაკომპლექტებული და თავის მტრებს სწორედ თავში სროლითა და ხელ-ფეხის მოკვეთით უსწორდება.

1
1072
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
1072
  
2013, 29 მარტი, 2:43
აუ რა საშინელებაა
0 1 1