x
image
ხიზანიშვილი
არ დამალო შენს გვერდით თუ ვინმე შიმშილობს, ყველა ბავშვი ყველას ბავშვია

image- ქუთაისის შემდეგ, 1 წლის გოგიტა აბაშიძის გარდაცვალების ფაქტს თბილისში გააპროტესტებენ. აქციის მონაწილეები ამ დროისთვის რუსთაველის მეტროსთან იკრიბებიან. აქციის მონაწილეები იმ მიზეზებს აპროტესტებენ, რის გამოც 1 წლის გოგიტა აბაშიძე დაიღუპა. აქციის მონაწილეების ნაწილი თავადაც სოციალურად დაუცველია და ისინი ამბობენ, რომ სახელმწიფომ სოციალურად დაუცველებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს. აქციის მონაწილეთა მეორე ნაწილი კი აცხადებს, რომ დღეს აქციაზე საკუთარი უმწეობის გასაპროტესტებლად მივიდა. აქცია ჯერ-ჯერობით ხალხმრავალი არ არის, თუმცა ვინც რუსთაველზე შეიკრიბნენ, გარკვეული პერიოდის შემდეგ გადაინაცვლებენ საზოგადოებრივ მაუწყებელთან, რადგან როგორც აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები აცხადებენ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მეტი დრო უნდა დაუთმოს სოციალური თემების გაშუქებას, რადგან უფრო მეტი ადამიანისთვის გახდეს ცნობილი ამ პრობლემების შესახებ. აქციაში მონაწილეობას იღებენ მწერლები და მუსიკოსებიც. ისინი ამბობენ, რომ კვირის განმავლობაში, ამ თემასთან დაკავშირებით, კიდევ რამდენიმე აქტივობას გეგმავენ.

10
29
12-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
29
  
2013, 24 მარტი, 15:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი kyrie-ის კომენტარზე
2013, 24 მარტი, 15:47
ზუსტად მაგას ვამბობ მეც. 17 წლის ბიჭს 15 წლის გოგო ცოლად მოყავს და ახსნა აქვს ჩვენ ერთად ყოფნა გვინდოდაო. რას მელაპარაკები კაცო. ქალი თუ გინდა არსებობს მაგის საშუალებებიც და ოჯახს თუ ქმნი მისი შენახვაც უნდა შეგეძლოს
2013, 24 მარტი, 15:24
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი kyrie-ის კომენტარზე
2013, 24 მარტი, 15:20
მაგას ვამბობ მეც რო ზარმაცი ვიღაცა იყო მამამისი. იმათხოვრებდა ბოლობოლო მარა არა, კაია ვიღაცას რო დააბრალებ. სახელმწიფომ არ მიცა თურმე. არც მე მაძლევს სახლმწიფო რამეს, მაგრამ არ ვაპირებ ვინმეს ხელის შემხედვარემ შევქმნა ოჯახი და იმის იმედზე მყავდეს შვილები მიშა მოვა, ბიძინა ან გრიშა და ისინი მოგიტანენ საჭმელსთქო
2013, 24 მარტი, 15:18
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი kyrie-ის კომენტარზე
2013, 24 მარტი, 15:16
მაგაში კი ხარ მართალი, მაგრამ ბავშვის მამა გამოდის და ამბობს იმის ფული არ მქონდა რომ სოციალური დაცვის სააგენტოსთან მივსულიყავი ან თუ მოვიდოდნენ მიმეკითხებინა პასუხის გასაგებადო. კარგით რა, შიმშილით შვილი გიკვდება და მიზეზი ისაა რომ სამგზავრო საშუალება არ გქონდა რომ შენივე ამბავი გაგეგო? გადაჯიშდა ქვეყანა თორე წინათ ხალხი აღმოსავლეთიდან დასავლეთ საქართველოში მიდიოდნენ ფეხით იმის გამო რომ შვილები გადაერჩინათ. ირანში რამდენი აზნაური წავიდა ფეხით მოწყალების სათხოვნელად?
2013, 24 მარტი, 15:12
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი kyrie-ის კომენტარზე
2013, 24 მარტი, 15:08
შიმშილოდა? და რო ხედავ შე უპატორნო შიმშილობ, არაფერი არ გაგაჩნია და 2 შვილი გყავს მესამეს მეზობლების იმედზე აჩენ? შვილი ასეთ დღეში გყავდეს და სულ ფეხიტ მოივლიდა კაცი ქვეყანას რო ორი ლუკმა პური ეშოვა მარა მშობლებიც დიდიმცონარა ვიღაცები ყოფილან. ბოლობოლო მეზობლებს ვთხოვდი პურის ნატეხს და ბავშვს ამ დონემდე არ მივიყვანდი
2013, 24 მარტი, 15:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

წინა კომენტარების ნახვა
0 0 10