x
image
hamunaptra1990
დედა 2 წლის ბავშვს მარიხუანით აბოლებდა(+ვიდეო)
image

24 წლის რეიჩელ ბრატენი, ვაშინგტონის შტატიდან, დაკავებულია და მას გაასამართლებენ იმის გამო რომ იგი თავის 2 წლის შვილს მარიხუანას აწევინებდა. ახალგაზრდა დედას დიდი პრობლემები შეექმნა სამართალდამცავებთან მას შემდეგ, რაც გავრცელდა ამ ფაქტის დამადასტურებელი ვიდეო. ვიდეო გადაღებულია მობილურით, სახლის პირობებში. როგორც ჩანს იქ მესამე პიროვნებაც იყო, რომელიც ამ ვიდეოს უღებდა, რადგან დედას ხელები დაკავებული აქვს მარიხუანით, რომელსაც ბავშვს ასუნთქებს.image

ამ მომენტისთვის დედა დაკავებულია. დაკავების დროს დედა თავის გამართლებას ცდილობდა:


"მე ვფიქრობ, რომ ეს იყო უბრალოდ ხუმრობა და სულელური შეცდომა. სინამდვილეში კი ეს არ არის სასაცილო".


რეიჩელი ასევე არწმუნებდა სამართადამცველებს, რომ ბავშვში მოწევის შემდეგ არაფერი შეცვლილა და ის ჩვეულებრივად აგრძელებდა თამაშს.


ხოლო როცა ჰკითხეს, რომ როგორ გრძნობდა იგი თავს დაპატიმრების შემდე, ბრატენმა უპასუხა: "ეს საშინელებაა... ბავშვი მხოლოდ 2 წლისაა და მან ამ საშინელების შესახებ არაფერი არ უნდა გაიგოს და მითუმეტეს ნარკოტიკებიც არ უნდა მიიღოს."


დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ჯგუფს არ დაეზარა და მათი სახლის სანახავად მივიდნენ. იქ კი დაახლოებით 40 მარიხუანას მცენარე აღმოაჩინეს. როგორც ოჯახის მამა აღნიშნავს, ამ მცენარეებს იგი სამედიცინო მიზნით იყენებდა.image

ბავშვთა დაცვის სამსახურმა მათი შვილები, ორი წლის ბიჭუნა და მათი მეორე 5 წლის შვილიც, მანამდე სანამ მიმდინარეობს გამოძიება ოჯახიდან წაიყვანეს.


1
76
5-ს მოსწონს
ავტორი:hamunaptra1990
hamunaptra1990
76
  
2013, 15 მარტი, 17:50
უნდა დახვრიტო ეგეთი დედა
0 1 1