სხვა ყველაზე უჩვეულო სიამის ტყუპები(+ ფოტოები) 2013, 11 მარტი, 0:47 უჩვეულო ადამიანებად გვევლინებიან სიამის ტყუპები ებიგეილ და ბრიტნი ჰენსელები, დაბადებული 1990 წელს, ამერიკაში. დებს ერთ სხეულში აქვთ სამი ფილტვი, სამი თირკმელი, ორი გული, ორი კუჭი, ორი ძვლის ტვინი, რომლებიც ერთმანეთს უერთდება და ერთ დაბოლოებას ქმნის. ორი ხერხემალი, ერთი ღვიძლი. სისხლის მოძრაობაც ორივეს ერთი აქვს. დები აკონტროლებენ სხეულის თავიანთ ნახევრებს, ე.ი. თითო დას შეუძლია იხმაროს თავისი ხელი და ფეხი. დებს ძალიან კარგად აქვს განვითარებული მოძრაობის კოორდინაცია. მათ არა მარტო შეუძლიათ სიარული და სირბილი, არამედ ველოსიპედის და ავტომობილის მართვა. სხვა დანარჩენში დები ყველაფერში ნორმალურები არიან. აქვთ განსხვავებული ინტერესი, გემოვნება და ხასიათი. ორივე დას უნდა გახდეს ექიმი და ჰყავდეს შვილები. მეთორმეტე საუკუნეში, ტეხასში მცხოვრები პასკუალ პინიონი, ასევე უჩვეულო ადამიანი იყო. ცვილის ფიგურების გამოფენაზე ახლა ის ცოტა სხვანაირად გამოიყურება, ვიდრე სინამდვილეში იყო. მას თავზე ჰქონდა სხვა, მეორე თავი. თუმცა ეს მეორე თავი არ იყო ნამდვილი. მას თავზე ჰქონდა საოცარი წამონაზარდი, ასეც შეიძლება ითქვას, რომ კეთილთვისებიანი სიმსივნე. ის შენიშნეს ცირკის მუშაკებმა და მიიწვიეს თავისთან სამუშაოდ. რამდენიმე წელი პასკუალი დადიოდა ქვეყნიდან ქვეყანაში და ხალხს აჩვენებდა თავის საოცარ სახეს. იცოცხლა მხოლოდ 40 წელი და უცნობია, იმოქმედა თუ არა მის ჯანმრთელობაზე ამ უცნაურმა სიმსივნემ. 328 7-ს მოსწონს
|