x
image
nukrichanturia
"შვილიანი ქალის ცოლად მოყვანას მიკრძალავენ"
image "20-22 წლის ასაკში ყველა ბიჭს აქვს გატაცებები. იმ დროს ვერ ათვიცნობიერებენ, რას აკეთებენ, მხოლოდ წუთიერ სიყვარულს დაეძებენ, თავგადასავლებზე ოცნებობენ. მეც ასეთ სიყვარულზე მინდა გიამბოთ, რომელიც წუთია კი არა, წლებია გრძელდება.

ერთ დღეს მეზობელთან ახლობელი გოგონა მოვიდა. მას პატარა, ანგელოზივით გოგონა ახლდა. ჩემი შვილიაო, რომ მითხრა, გამიკვირდა, რადგან თავადაც ბავშვს ჰგავდა. მასზე არაფერი მიკითხავს და არც მიფიქრია, რადგან მეგონა, მეუღლე ჰყავდა.

ერთ დღეს სასწავლებელში შემხვდა. ვერ მიცნო, თავად გამოველაპარაკე და თავი თავიდან გავაცანი. აღმოჩნდა, რომ ისიც ჩემს სასწავლებელში და ჩემს ფაკულტეტზე სწავლობდა. მე მესამე კურსზე ვიყავი, ის პირველზე. ერთმანეთს ხშირად ვხვდებოდით და ძალიან დავუახლოვდით. მერე თავისი თავგადასავალიც მომიყვა. თურმე ქმარს სკოლის მოსწავლე მოუტაცია. მას იგი არასოდეს ჰყვარებია. გათხოვებიდან ორი წლის შემდეგ სახლში დაბრუნებულა ერთი წლის გოგონასთან ერთად. ქმართან იმის შემდეგ კავშირი გაწყვიტა.

ძალიან შემეცოდა და უფრო დავუახლოვდი. მერე ყველაფერი თავისთავად მოხდა. ერთმანეთს ფარულად ვხვდებოდით. დიდხანს ჩვენ შესახებ ახლობლებმა არაფერი იცოდნენ, მერე კი ჩემმა მშობლებმა გაიგეს. თავიდან შეშფოდნენ, შვილიან ქალთან რატომ გაქვს ურთიერთობაო. მერე ავუხსენი, რომ მის ცოლად მოყვანას არ ვაპირებდი და ისინიც დამშვიდნენ. ეგონათ, უბრალო გატაცება იყო. თავიდან ვერც ვაცნობიერებდი, ჩვენ შორის რა ხდებოდა, მეც უბრალო გატაცებად ვთვლიდი, საკუთარ თავს არ ვუტყდებოდი, რომ მართლა მიყვარდა.


უკვე სამი წელია ერთმანეთს ვხვდებით. მასაც მობეზრდა ასეთი ურთიერთობა, რადგან მისმა მშობლებმა გაიგეს და საყვედურობენ. მითხრა, ჩვენს ურთიერთობას როგორმე წერტილი უნდა დავუსვათ, ასე გაგრძელება აღარ შემიძლიაო. იმის გაფიქრებაც კი მიჭირს, მის გარეშე როგორ ვიცხოვრო. მისი პატარა გოგონაც ძალიან მიყვარს. რამდენიმე დღის წინ გავბედე და მშობლებს გამოვუცხადე, ცოლად უნდა მოვიყვანო მეთქი. დედაჩემი ნერვიულობისგან ცუდად გახდა, მამაჩემმა გამომიცხადა, სახლში არ შემოგიშვებ, სადაც გინდა, იქ წადიო. ერთი წუთითაც არ დავფიქრდებოდი და ცოლად მაინც მოვიყვანდი, მაგრამ არ ვმუშაობ და ოჯახი რითი ვარჩინო? უკვე არ ვიცი, როგორ მოვიქცე. ნუთუ ის პატარა, ანგელოზივით ბავშვი უნდა გახდეს ჩვენი დაშორების მიზეზი? ამაზე ფიქრიც არ მინდა."

7
483
11-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
483
  
2014, 22 ივნისი, 5:56
martalia genacvale, egrec unda iyos....
2014, 19 ივნისი, 11:32
სიყვარულისთვის უნდა იბრძოლოოოოო..
2013, 3 მარტი, 2:05
ნეტავ რატო?
2013, 2 მარტი, 21:55
ბოდიში აქ არ მინდოდა დამეწერა :)
სხვაგან ვწერდი და ამერია
2013, 2 მარტი, 21:54
და ნახავ შავ არას :)))
2013, 2 მარტი, 21:53
იცი რა ქენი,გუგლში ეს ჩაწერე черный ара
2013, 2 მარტი, 21:16
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 7