x
image
nukrichanturia
სექსუალური გაუნათლებლობა სიყვარულს კლავს

image საქართველოში განქორწინებულთა შორის მრავლად არიან წყვილები, რომლებმაც ერთმანეთს ბედი თითქოს სიყვარული დაუკავშირეს. საინტერესოა, რატომ გაუქრათ ეს გრძნობა, თუ ის რეალურად არსებობდა? ან მამაკაცების დიდი ნაწილი ოჯახის შექმნის შემდეგ პარტნიორს სხვაგან რატო ეძებს? ადრე მამაკაცის ქორწინებისგარე გატაცებები ერთგვარ ღირსებად ითვლებოდა, თუმცა ქალისგან იგივე საქმიანობა ამორალურად ითვლება. ქალის მიზეზით ოჯახის დანგრევა, თუნდაც ეს მის მიერ სხვა პარტნიორის არჩევით იყოს გამოწვეული, საზოგადოებისთვის მიუღებელია. ასეთ ქალს გარყვნილის იარლიყს ისე აწებებენ, არავინ კითხულობს, ამ ნაბიჯისკენ რამ უბიძგა.

მორალი, რომელიც ძველი თაობებიდან მოგვდევს, ასეთია - ვისაც ერთხელ დაუკავშირე ბედი, სიკვდილამდე მასთან უნდა იყო. ქალიც ანგარიშს უწევს საზოგადოებრივ აზრს, საკუთარ მშობლებს. ამ უკანასკნელთათვის შვილის ოჯახი პირად ღირსებასთანაა გაიგივებული. მათი ქალიშვილი იძულებულია, ბედს შეეგუოს, ქმრისგან ნებისმიერი შეურაცხოფა აიტანოს ან იცხოვროს ისეთ ადამიანთან, ვინც აღარ უყვარს და მასთან აღარაფერი აკავშირებს. ქართულ სინამდვილეში ასეთი ოჯახები ბევრია.

ფსიქოლოგთა აზრით, ცოლ-ქმარს შორის პირველ რეალურ ბზარს ხშირად სქესობრივი დაუკმაყოფილებლობა აჩენს, თუმცა ამ რეალურ მიზეზს ისინი ზოგჯერ ერთმანეთსაც ვერ უმხელენ. სპეციალისტები თვლიან, რომ ოჯახის გარე გატაცებები სექსუალური დაუკმაყოფილებლობის ნიშანია. ოჯახური ბედნიერების მისაღწევად სქესობრივი ცხოვრება ხელოვნების რანგში უნდა იყოს აყვანილი, რაც გრძნობების კულტურას და სულიერ სიფაქიზეს გულისხმობს. ადამიანმა ხორციელი სიახლოვის სიხარული არამარტო საკუთარ თავს, პარტნიორსაც უნდა მიანიჭოს.

1
71
5-ს მოსწონს
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
71
  
2013, 2 მარტი, 19:56
მე მებრალებიან ქართველი ქალები :)) ძალიან,ძალიან :))
0 1 1