x
image
t.x.
ოთარ ტატიშვილის სიყვარულის ისტორიები (2 ოჯახი + პირადი ფოტოები)

imageსულ რამდენიმე წელია, რაც ოთარ ტატიშვილი ეკრანზე გამოჩნდა და საზოგადოების ყურადღება დაიმსახურა. რასაც ვერ წაართმევ, ეს საოცარი ენერგიაა. ის ყველაფერს ასწრებს, ცდილობს ყველაფერში საუკეთესო იყოს. მას ერთ ადგილზე გაჩერება და ერთი საქმის კეთება არ გამოსდის, ყველგან უნდა იყოს და ყველაფერი აკეთოს. საოცარია, რომ ყველფერს კარგად ახერხებს. ის მუსიკის დიდი მოყვარულია და დედასაც უსაყვედურა, რომ არჩევანი მუსიკაზე არ შეაჩერა, მაგრამ დედის პასუხიდან გამომდინარე, ოთარს ყველაფერი კარგად გამოსდის.image

იქნებ ამ მოუსვენრობის ბრალია, რომ ოთარს ორი ოჯახი ჰყავს. პირველ მეუღლეს, ეკა არჩვაძეს 13-14 წელი იქნება რაც დაშორდა. ეკასთან მას ორი ბიჭი ჰყავს. ისინი ექვსი წელი ცხოვრობდნენ ერთად. ზუკა ხუთი წლის იყო, შოთი კი მხოლოდ ცხრა თვის. უბედნირესი ოჯახი ჰქონდათ და ეკა ამბობდა, რომ ბედნიერების ეშინოდა კიდეც. არც ტყუოდა, მალე ქმარი წაართვეს კიდეც. ისინი სულ პატარები იყვნენ როცა დაქორწინდნენ.imageეკა-17-ის, ოთარი-19-ის. ორივე ერთ უბანში ცხოვრობდნენ. ოთარს ეკა ცალმხრივად ჰყვარებია, მერე კი საერთო მეგობრის ქორწილში გაიცნეს ერთმანეთი. 5-6 თვეში გრანდიოზული 600 კაციანი ქორწილი ჰქონდათ, რაზეც მთელი ქალაქი ლაპარაკობდა. ორივემ სამედიცინო ინსტიტუტი დაამთავრეს. ოთარი მოსკოვში გაფრინდა სწავლის გასაგრძელებლად. დეკემბერში ეკაც უნდა ჩასულიყო ბავშვებთან ერთად, მაგრამ ვინ აცადა, თიკა(სვანიშვილი, ოთარის მეორე მეუღლე) ჩაფრინდა. დედამთილი მაშინვე ჩავიდა და თიკა თბილისში ჩამოიყვანა.image ათი დღის შემდეგ თიკა ისევ გაფრინდა ოთართან. გაფრინდა და სამუდამოდ დარჩა. 5 წელი მოსკოვში იცხოვრეს, მერე 13 წელი ნაქირავებ ბინებში. ახლა ბახტრიონზე ერთ-ერთი კორპუსის მეცხრე სართულზე იყიდეს ბინა, რაზეც თიკა ძალიან წუწუნებს. როცა ლიფტი არ მუშაობს, ფეხით უწევს კიბეებზე ასვლა. მათ ერთი ქალიშვილი ჰყავთ.image

ოთარი ამბობს, რომ ოჯახი მისთვის ყველაფერია, ცოლი, შვილები...

შვილები კიდევ გასაგებია, გაიყოფენ მამას, მაგრამ ეკა? ჯერ კიდევ ახალგაზრდა, მხოლოდ შვილებით ცხოვრებობს.imageimage

1
1771
5-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
1771
  
2013, 4 მარტი, 1:15
სტატია მშვენიერია მაგრამ ეს კაცი.....
0 1 1