ქალი და მამაკაცი როდის არის ქალი მამაკაცზე ძლიერი 2013, 22 თებერვალი, 0:54 თურმე ქალი, რომელიც ერთი შეხედვით სუსტად გამოიყურება, გაცილებით ძლიერია, ვიდრე მამაკაცი. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ნებისმიერ ვირუსს ქალი უფრო ადვილად უმკლავდება, ვიდრე მამაკაცი. არსებობს კიდევ ერთი უჩვეულო გამოკვლევის შედეგი, რომ როცა ქალი ძალიან არის შეყვარებული, ის ავად თითქმის არასდროს არ ხდება. მამაკაცი კი პირიქითაა - თუ მისი გრძნობა ძლიერია, თვითონ სუსტი და დაუცველი ხდება. მასზე უბრალო გაციებაც კი სერიოზულად მოქმედებს.
მამაკაცი ქალის გულისთვის თავს არაფერზე იწუხებს, იშვიათად ჩადის გმირობას, მით უფრო, თუ ეს გმირობა მას დააზარალებს. ქალები კი როცა უყვართ, საოცრად იქცევიან. პარტნიორის საამებლად და თავის მოსაწონებლად, შეიძლება ითქვას, შიმშილით იკლავენ თავს. უარს ამბობენ უამრავ უგემრიელეს საჭმელზე, იკეთებენ უთვალავ პლასტიკურ ოპერაციებს და იტარებენ მტკივნეულ პროცედურებს. იცვლიან თმის ფერს, ვარცხნილობას, არაფერზე თავს არ ზოგავენ მამაკაცისთვის თავის მოსაწონებლად. ვინ უფრო ძლიერი ყოფილა? შეყვარებულ მამაკაცს ისიც კი არ შეუძლია, რომ ზოგიერთ ახირებაზე უარი თქვას. ამის მიუხედავად ქალებს ისინი მაინც უყვართ, თუმცა ქალებს აღიზიანებთ, როცა მათ თავი ძლიერებად მოაქვთ.
ნუ ელოდებით, რომ ის რაინდად ან გმირად იქცევა, ამით თავიდან აიცილებთ იმედგაცრუებას. მამაკაცები ხშირად ცდილობენ თავი გმირებად მოგაჩვენონ. ისინი რეალურად დიდი ბავშვები არიან. ძალიან უნდათ, რომ მათზე ვიღაცამ იზრუნოს, მოუყვნენ ზღაპრებს მამაკაცთა ძლევამოსილების შესახებ.
. 198 5-ს მოსწონს
|