x
image
t.x.
ის სხვებს არ ჰგავს (თუ თქვენი რჩეული არასტანდარტულია)
imageერთი მხრივ შესანიშნავია, რომ თქვენი რჩეული არავის არ ჰგავს, მეორე მხრივ კი ეს ცხოვრებას გაგირთულებთ: მეგობარ გოგონებს არ ესმით, როგორ შეიძლება ასეთ ტიპთან ურთიერთობა, დედა გიმტკიცებთ, უკეთესს იმსახურებო... ზოგჯერ თვითონვე გეჩვენებათ, რომ თქვენი ურთიერთობა ცოტა არ იყოს დამღლელია. ეს იმიტომ, რომ თქვენი რჩეული არასტანდარტულია, არაორდინარული.

ჩაცმულობა შინაგან მდგომარეობას გამოხატავს, ამიტომ უცნაური ადამიანები უცნაურადვე იცვამენ:image
გრძელი სტაფილოსფერი კაშნე, მწვანე პალტო, შლაპა... ზოგი არაორდინალური ვარცხნილობით გამოირჩევა, ზოგი კი ჩაცმულობას საერთოდ არ აქცევს ყურადღებას-დედის მოქსოვილი ქუდიც აკმაყოფილებს.

მისი მეტყველება და ქცევა უბრალო მოკვდავთ ყოველვის არ ესმით. შეუსაბამო ფრაზები, სპეციფიკური იუმორი-ყოველივე ამას შეჩვევა სჭირდება. შესაძლოა, ქცევის ასეთი მანერა თავდაპირველად ძალიან საინტერესოდ მიგაჩნდეთ, მაგრამ მერე ზოგიერთი რამ დაგაბნევთ, უხერხულობას შეგიქმნით, გაგაბრაზებთ კიდეც... საჩუქრად, ყვავილებისა და რბილი დათუნიას ნაცვლად, შეიძლება რომელიმე კუნძულიდან ჩამოტანილი ქვა მოგართვათ.image სიყვარულის გამოხატვა საერთოდ არ შეუძლია, ისღა დაგრჩენიათ, იმ ფაქტს დასჯერდეთ, რომ თქვენს გვერდითაა, გეგმებს განდობთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უყვარხართ.

უდიდეს მეცნიერებს, მწერლებს, მუსიკოსებს მუდამ უჭირდათ ნორმებთან შეგუება. მათი ცოლების ტვირთი სულ არ ყოფილა იოლი.


სამწუხაროდ ხალხი არც ისე შემწყნარებელია "შერეკილების" მიმართ. მათ სჩვევიათ დაამცირონ, მასხრად აიგდონ ასეთი ადამიანი მხოლოდ იმის გამო, რომ მასებისგან გამორჩევა გაბედა. უნდა შეეგუოთ იმ აზრს, რომ ხშირად მოგიწევთ მისი დაცვა საკუთარი ოჯახის წევრებისგან თუ მეზობლებისგან. მოიცილეთ უხერხულობის განცდა, მოვალე როდი ხართ, საკუთარი არჩევანის გამო თავი იმართლოთ. თქვენი საყვარელი მამაკაცი შესაძლოა მართლაც უცნაური იყოს, მაგრამ ხომ ყველას აქვს შეცდომის უფლება. მისი უცნაურობის მიღმა მრავალი ნიჭი და უნარი იმალება, რომელიც სხვას არ გააჩნია.

და საერთოდ, თუ გრძნობთ, რომ თქვენ და თქვენი რჩეული ერთმანეთს სჭირდებით, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ რას ფიქრობს თქვენს შესახებ?!

1
45
7-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
45
  
2013, 15 თებერვალი, 12:20
მე არ მაფრთხობს ეს სიტუაცია და ასეთი ხალხი!... პირიქით ___ყველა არასტანდარტულო ჩემგან___მწვანე შუქი!!!! :))
0 1 1