x
image
jango
რა წაართვა ვერა ქობალიამ მიხეილ სააკაშვილს

imageაერთაშორის ტურიზმის სკოლა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ ერთად დაათვალიერეს. ვერა ქობალიას განცხადებით სკოლა სთავაზობს ინგლისურენოვან პროგრამას, რაც სტუდენტებს მისცემს საშუალებას იმუშაონ, როგრ სერვის ასევე მენეჯმენტის დონეზე, რადგან 41%-ით გაიზარდა ტურისტების რაოდენობა საქართველლოში. ვერას განცხადებით დღესდღეობით მომსახურების სფეროზე, კერძოდ ბარმენებზე, მიმტანებზე დიდი მოთხოვნაა და ეს სკოლა ყველანაირად არის აღჭურვილი, იმისათვის რომ კარგი კადრები მოამზადოს. როგორც მან აღნიშნა დღეს ამ სფეროში მოთხოვნა სამუშაო ძალაზე მიწოდებას დიდად აღემატება და ყველა კარგად მომზადებულ სტუდენსტს აქვს დასაქმების დიდი შანსი.


მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს დიდი შანსი ეძლევა ამ ხრივ, რადგანაც ჯერ ერთი, რომ ტურიზმის ესეთი სწრაფი ზრდა, როგორც საქართველოს აქვს არაცერთ ქვეყანას არ აქვს. მისი პრეზიდენტად არჩევის პერიოდში იყო 120 000 ვიზიტორი, შარშანწინ იყო 2 000 000, შარშან თითქმის 3 000 000. წელს ვარაოდობენ 4 მილიონზე მეტს. სააკაშვილის ვარაუდით საქართველოს პოტენციალი არის ათი თორმეტი მილიონი ტურისტი. საქართველოს უამრავი ბაზარი აქვს, რომელიც სრულიად აუთვისებელია, მაგალითად პოლონეთის ბაზარი. სააკაშვილმა ასევე ისაუბრა სათხილამურო კორტებზეც. გუდაური რომელიც საოცარია ამ მხრივ და თეთნულდი, რომელიც გუდაურზე ორჯერ დიდი იქნება. ასევე წყალტუბო იქნება ყველაზე დიდი საკურორტო ადგილი, რომლის განვითარება წელს იწყება.


თავისი განცხადების ბოლოს, სააკაშვილმა ისიც აღნიშნა თუ როგორ წაართვა ვერამ თანამედრვე სამზარეულო, რომელიც პრეზიდენტის სახლისთვის, მიღებებისთვის, დელეგაციებისთვის იყო განკუთვნილი და იგი წაუღო სტუდენტებს. მისი თქმით ეს სამზარეულო სტუდენტებს უფრო გამოადგებათ, ვიდრე მათ. მოკლედ მინისტრამა წაართვა პრეზიდენსტ სამზარეულო მოწყობილობა და წაიღო სასწავლო ცენტრში!



0
4669
4-ს მოსწონს
ავტორი:jango
jango
4669
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0