საზოგადოება 2013 წელი ერთ-ერთი ყველაზე ცხელი იქნება ბოლო 160 წლის განმავლობაში. 2013, 10 თებერვალი, 13:01 ბრიტანელი მეტეოროლოგებმა დაადგინეს, რომ ამ წელს გლობალური ტემპერატურა მთლიანობაში 0, 6 მეათედი გრადუსით მოიმატებს საშუალო წლიურ ტემპერატურის მაჩვენებელთან შედარებით.სინოპტიკოსების განცხადებით წლევანდელი 2013 წელი შევა ყველაზე ცხელ ათეულში ბოლო 160 წლის მანძილზე, ანუ იმ დღიდან, როცა 1850 წლიდან დაიწყეს მეტეოპროგნოზები.წლევანდელი წელი უფრო ცხელი იქნება ვიდრე შარშანდელი.2012 წელს გლობალური ტემპერატურა 10 თვის განმავლობაში 0, 45 გრადუსით მეტი იყო, ვიდრე საშუალოდ 1961 -1990 წლებში.გამოკვლევებს და დაკვირვებებს ატარებდნენ ერთბაშად რამდენიმე სამეცნიერო ექსპერტი ბრიტანეთის მეტეობიუროში სამხრეთ ინგლისის უნივერსიტეტთან და ორ ამერიკულ ინსტიტუტთან ერთად. 157 3-ს მოსწონს
|