საზოგადოება პოსტი სოციალური ქსელიდან, რომელსაც უამრავი გაზიარება აქვს - "ყოველთვის მეგონა, რომ ჩემი უფროსისთვის ვმუშაობდი... მხოლოდ ახლა ვხვდები, რომ ჩემი უფროსი მუშაობდა ჩემთვისო!!!" 2 სექტემბერი, 11:38 ფეისბუქზე ჯგუფი "სიბრძნე სიყვარულისა" ნათარგმ პოსტს ავრცელებს, რომელსაც ერთ დღეში 1000-მდე გაზიარება აქვს. “როცა ტელევიზორი შემოვიდა ჩემს სახლში, დამავიწყდა წიგნების კითხვა. როცა მანქანა დადგა სახლის ზღურბლთან, დამავიწყდა ფეხით სიარული. როცა მობილური ავიღე ხელში, დამავიწყდა წერილების წერა. როცა კომპიუტერი შევიძინე, შევწყვიტე დროის დაფასება. როცა კონდიციონერი მოვიტანე, შევწყვიტე სიგრილის მოსაძებნად ხის ქვეშ შეფარება. როცა ქალაქში დავრჩი, ჭუჭყის, ბალახისა და მდელოების სუნი დამავიწყდა. ბანკებთან და ბარათებთან ურთიერთობისას ფულის ღირებულება დამავიწყდა. სუნამოს სურნელთან ერთად დამავიწყდა ახალი ყვავილების სურნელი. სწრაფი კვების შემოღებათან ერთად დამავიწყდა ტრადიციული, ეკოლოგიურად სუფთა კერძების მომზადება. სულ გადარბენაზე მყოფს, დამავიწყდა შეჩერება. და ბოლოს, როცა გამიჩნდა WhatsApp, დამავიწყდა ლაპარაკი და კომუნიკაცია.
როცა მოვკვდებით, ჩვენი ფული ბანკს დარჩება.
თუმცა, როცა ცოცხლები ვართ, ფული არ გვაქვს დასახარჯად.
ფაქტობრივად, როცა აღარ ვიქნებით, ჯერ კიდევ ბევრი ფული დარჩება დაუხარჯავი.
ჩინეთში ბიზნესმაგნატი გარდაიცვალა. მისი ქვრივი, რომელიც ბანკში 1, 9 მილიარდი დოლარის მემკვიდრეობით დარჩა, დაქორწინდა თავის მძღოლზე.
მისმა მძღოლმა თქვა:
"ყოველთვის მეგონა, რომ ჩემი უფროსისთვის ვმუშაობდი... მხოლოდ ახლა ვხვდები, რომ ჩემი უფროსი მუშაობდა ჩემთვისო!!!"
სასტიკი რეალობა ასეთია:
ცხოვრება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სიმდიდრის მოხვეჭა. ამიტომ, უნდა ვისწრაფოდეთ ძლიერი და ჯანსაღი სხეულისკენ, ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ვისთვის მუშაობს.
მოწინავე ტელეფონში ფუნქციების 70% გამოუსადეგარია!
ძვირადღირებულ მანქანას არ სჭირდება სიჩქარის 70% და ზიზილ-პიპილოები.
თუ თქვენ ფლობთ ძვირადღირებულ ვილას ან სასახლეს, მაშინ ტერიტორიის 70% ჩვეულებრივ გამოუყენებელია.
რაც შეეხება თქვენს გარდერობებს, მათი 70% უხმარი რჩება.
მთელი ცხოვრება მუშაობთ და შემოსავლის 70% განკუთვნილია სხვა ადამიანებისთვის.
ამიტომ ჩვენი 30% უნდა დავიცვათ და მაქსიმალურად გამოვიყენოთ!
წადით და გაიარეთ სამედიცინო შემოწმება, თუნდაც ავად არ იყოთ.
დალიეთ მეტი წყალი, თუნდაც არ გწყუროდეთ.
ისწავლეთ გაშვება, თუნდაც სერიოზული პრობლემების და უსამართლობის წინაშე აღმოჩნდეთ.
შეეცადეთ გაჩუმდეთ (დანებდეთ) მაშინაც კი, თუ მართალი ხართ.
იყავით თავმდაბალი მაშინაც კი, თუ მდიდარი და ძალიან ძლიერი ხართ.
ისწავლეთ იყოთ კმაყოფილი მაშინაც კი, თუ მდიდარი არ ხართ.
ავარჯიშეთ გონება და სხეული, მაშინაც კი, თუ ძალიან დაკავებული ხართ.
დაუთმეთ დრო იმ ადამიანებს, ვინც თქვენთვის ძვირფასია!!!"
38 3-ს მოსწონს
|