საზოგადოება ვინ არის თამუნა მუსერიძის მამა? 7 სექტემბერი, 13:14
როგორც ცოტა ხნის ცნობილი გახდა ჟურნალისტმა და "ფეისბუკ"-ჯგუფის "ვეძებ" დამფუძნებელმა თამუნა მუსერიძემ 8 წლიანი ძიების შემდეგ ბიოლოგიური მამა იპოვა.
გუშინ თამუნამ სოცილიალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, სადაც ზუგდიდში მისი და ბიოლოგიური მამის შეხვედრაა ასახული. თამუნა მშობლის სანახავად მეუღლესთან ერთად ჩავიდა.
გაირკვა მისი ვინაობაც.იგი აღმოჩნდა გურგენ ხორავა, - ცნობილი ქართველი მსახიობი, მოცეკვავე და ქორეოგრაფია, ის ცეკვავდა „სუხიშვილებში", არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის სახალხო ქორეოგრაფიულ ანსამბლ "ფენიქსის" სამხატვრო ხელმძღვანელი და ქორეოგრაფი. როგორც თავად თამუნა მუსერიძე კომენტრში წერს, გურგენ ხორავას ამჟამინდელი მეუღლე დედამისი არ არის, იმედია თავად ბიოლოგიური მამისგან შეიტყობს, ვინაა თამუნას დედა. თამუნამ კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელა, სათაურით "სიძე-სიმამრი" -სადაც გაშლილ სუფრაზე მასთან ერთად, მისი მეუღლე მიკუჩაძე და გურგენ ხორავა არიან ასახული და ახლად ნაპოვნ მამასთან და მის ოჯახთან ერთად კარგად ილხენენ. შეგახსენებთ, თამუნა მუსერიძემ 2017 წელს დააფუძნა "ფეისბუკ"-ჯგუფი "ვეძებ" და ათეულობით ადამიანს აპოვნინა დედა, მამა, დედმამიშვილები, ნათესავები... თავისი ბიოლოგიური მშობლების ძიების პროცესში მან აღმოაჩინა, რომ საქართველოში მე-20 საუკუნიდან არსებობდა ჩვილებით ვაჭრობის მავნე პრაქტიკა, რის გამოც, ბევრი ბავშვი გარდაცვლილად გამოაცხადეს და უკანონოდ გააშვილეს. 2023 BBC-იმ იგი ასი ყველაზე გავლენიანი ქალის სიაში მოხვდა. აღსანიშნავია, რომ ის პირველი ქართველი ქალია, რომელიც ამ სიაში აღმოჩნდა. რამდენიმე თვის წინ კი პრეზიდენტმა ღირსების მედლით დააჯილდოვა. 85 3-ს მოსწონს
|