x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
კაცი,რომელიც საკუთარ დაკრძალვას დაესწრო.

imageბრაზილიელი ჟილბერტო არაუჟუ(gilberto araujo) საკუთარ დაკრძალვაზე თავის ფეხით მივიდა.შოკირებული ცერემონიის მონაწილეთაგან ზოგი გაიქცა, ზოგს გული წაუვიდა, ყველაზე გახარებული დედა იყო, რომელსაც შვილი მკვდარი ეგონა და სრულიად ჯანმრთელი და უვნებელი დაუბრუნდა.საქმე იმაშია, რომ ჟილბერტო სამუშაოდ იყო წასული სხვა ქალაქში და მის შესახებ უკვე 4 თვეა არაფერი ისმოდა, ხოლო ახლო ნათესავებმა მორგში შეცდომით მანქანების მრეცხავი ვინმე ჟენივალდ სილვა გამა "ამოიცნეს" როგორც ჟილბერტო.ისინი მართლაც საოცრად გავდნენ ერთმანეთს.ჟილბერტომ თავის დაკრძალვის შესახებ სრულიად შემთხვევით გაიგო და მეგობარს დაურეკა, აუხსნა, რომ იგი ცოცხალია და სრულიად უვნებელი, მაგრამ მეგობარმა არ დაუჯერა და ტელეფონი გაუთიშა, ვიღაცის ბოროტ ხუმრობად მიიჩნია.იგი ამ დროს "ჟილბერტოს კუბოს" წინ იდგა.მაშინ ჟილბერტო იძულებული გახდა თვითონ გამგზავრებულიყო სახლში და პირადად "გამოცხადებოდა" "ჭირისუფლებს" და ყველაფერი აეხსნა.მალე პოლიციაც მოვიდა და გამოკვლევის შემდეგ, ნამდვილი მიცვალებულის ვინაობაც დადგინდა. image

1
1969
13-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1969
  
2013, 10 თებერვალი, 18:14
4 თვე სახლში რო არ დარეკავ მკვდარი ხარ აბა რა ხარ
0 1 1