x
image
jango
ჩიორა თაქთაქიშვილი სცემეს

image
აქცია ეროვნულ ბიბლიოთეკასთან, იქ, სადაც პრეზიდენტის მიმართვა იყო დაგეგმილი, დილიდან დაიწყო. 30-მდე პოლიტპატიმარი შეიკრიბა და განაცხადეს, რომ იქ დგომას ექვს საათამდე, პრეზიდენტის ბიბლიოთეკაში მისვლამდე აპირებდნენ და ყველა საშუალებას გამოიყენებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი შენობაში არ შეეშვათ. ბიბლიოთეკასთან აქციის მონაწილეებმა პატარა გამოფენა მოაწყვეს, სადაც 26 მაისის დარბევის ფოტოები და ცოცხები გამოფინეს. მოგვიანებით, მათ ბიბლიოთეკაში შესვლა მოითხოვეს, მაგრამ დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა ყოფილ პატიმრებს ამის უფლება არ მისცეს. ამის შემდეგ, აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტის გამოსვლაზე დასწრება მოითხოვეს. აგრესიულმა მეოცნებეებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს დეპუტატ ჩიორა თქთაქიშვილსაც. პოლიცია იმდენად ამაზრზენად იქცევა, რომ უკვე ნათლად გამოჩნდა, დესპოტი ივანიშვილის ნამდვილი სახე. ასევე ნაცემია დეპუტატები; დარჩიაშვილი და ხაბაზი მას შემდეგ რაც დეპუტატებსა და თბილისის მერს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ადგილზე მივიდა ივანიშვილის მარიონეტი შს მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, რომელსაც აგრესიული მეოცნებეები ტაშით შეხვდნენ. სააკაშვილის გამოსვლაზე დასასწრებად სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი თენგიზ გუნავა მივიდა, მაგრამ იგი შენობაში აქციის მონაწილეებმა არ შეუშვეს. გამოსვლაზე დასწრება ვერ შეძლეს ვერც საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა. ბიბლიოთეკასთან დეპუტატების გამოჩენამ აქციის მონაწილეების გაღიზიანება გამოიწვია. ფიზიკური დაპირისპირების შედეგად უმცირესობის წევრს ჩიორა თაქთაქიშვილს ცხვირი გაუტყდა. ამის შემდეგ უმცირესობამ ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორია დატოვა. აქციის მონაწილეები სიტყვიერი შეურაცხყოფით დეპუტატებს უკან გაყვნენ.









1
200
3-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:jango
jango
200
  
2013, 10 თებერვალი, 15:05
ვერ ვიტან ამ Qალს,მეზიზგება მარა საცემრად ცოდოაა:(
0 1 1