ქალი და მამაკაცი ვერა ქობალიასა და დავით კურცხალიას სიყვარულის ისტორია (ვერა ქობალიას შვილის სქესი დადგინდა) 2013, 6 თებერვალი, 0:16 ვერა ქობალიას შვილის მამა ბიზნესმენი დავით კურცხალიაა. ყოფილი მინისტრი მას მეუღლედ მოიხსენიებს, მაგრამ წყვილს ჯერ არც ჯვარი დაუწერია და არც ხელი აქვს მოწერილი. ვერა და დავითი ერთმანეთს 2010 წელს მეგობრების წრეში შეხვდნენ, მაგრამ ერთმანეთისათვის ყურადღება არ მიუქცევიათ. შარშან, სათხილამურო სეზონზე წყვილი ერთმანეთს ისევ შეხვდა, ისევ საერთო მეგობრების წყალობით და უკვე სხვანაირად შეხედეს ერთმანეთს. "იმის შემდეგ დაიწყო ყველაფერი, მაგრამ მაშინვე-არა. მარხვის პერიოდი იყო, დათო მარხულობდა და ნაცნობობა დიდხანს გაგრძელდა. შემდეგ უკვე ეს ყველაფერი რაღაც დიდში გადაიზარდა"-გვიამბობს ყოფილი მინისტრი. წყვილი უკვე ერთად ცხოვრობს. დათო მზრუნველი ქმარი გამოდგა, როდესაც სამსახურში არ მიდის მეუღლეს ანებივრებს, ყველაფერს აკეთებს, რომ მან თავი კომფორტულად იგრძნოს, ხშირად წვენებსაც კი თავისი ხელით უწურავს. ვერა გვიამბობს: "არასდროს მჯეროდა, რომ ამბობდნენ, როცა მეორე ნახევარს შეხვდები, მაშინვე მიხვდები, რომ ეს ის ადამიანია, რომელიც შენ გვერდით უნდა იყოსო. არადა დათოს შემთხვევაში ორივე მივხვდით, რომ ერთმანეთისთვის ვიყავით შექმნილი. როცა ორსულად დავრჩი, ორივეს ამ ურთიერთობის გაგრძელების ფორმაც სწორი მოგვეჩვენა. რა თქმა უნდა, ქალისთვის ყოველთვის საინტერესოა კაცის რეაქცია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ორივეს ძალიან გვინდოდა ბავშვი. ისედაც გადაწყვეტილი გვქონდა ერთად ვყოფილიყავით, ამიტომ ჩემი ორსულობა ძალიან გაგვეხარდა". წყვილმა ბავშვის სქესი უკვე იცის, სულ მალე გოგონა ეყოლებათ. ჯერ არ იციან პატარა კურცხალია რა სახელს ატარებს მომავალში, უნდათ რამდენიმე სახელი შეარჩიონ და როცა დაიბადება ბავშვს შემდეგ მოარგებენ სახელსაც. ვერას ძალიან უნდოდა გოგო ჰყოლოდა, თუმცა კიდევ რამდენიმე შვილის გაჩენას გეგმავს და იმედოვნებს, რომ გოგონებიც ეყოლება და ბიჭებიც. ცხადია ის რამდენიმე თვეს მხოლოდ ბავშვზე ზრუნვას დაუთმობს, წლის ბოლოს კი კერძო სექტორში ცდის ბედს... 3085 5-ს მოსწონს 1-ს არა
|