x
image
nukrichanturia
როგორ მოარჯულოთ უხასიათო ქმარი
image არ არის რეალური, როცა ოჯახის დანგრევის ძირითად მიზეზად ქმრის ცუდ ხასიათს მიიჩნევენ, თუმცა უჟმურმა ქმარმა, შესაძლოა, ყველაზე ძლიერი ცოლიც კი გამოიყვანის წონასწორობიდან.

არსებობს მამაკაცების რამდენიმე ტიპი.

პირველი - რეგიდოაგრესიული

მიდრეკილია სიჯიუტისკენ, ეგოსიტია, ხშირად აგრესიულიც. მისი მთავარი მიზანია, ყოველთვის იმას მიაღწიოს და მიიღოს, რაც თავად სურს.


როგორ უნდა იცხოვროთ ასეთი ტიპის მეუღლის გვერდით?

1. თავიდანვე უნდა მოახერხოთ მისი "გამოფხიზლება", თორემ რამდენიმე წლის შემდეგ ქმრის შეცვლაზე ფიქრიც არ ღირს.

2. ეცადეთ, პრობლემის მოგვარების თქვენეული ვერსია შესთავაზოთ, ოღონდ - ისე, რომ აქცენტი უშუალოდ მის პიროვნებაზე გაამახვილოთ.

3. შეგიძლიათ მეუღლეს ბარტერი შესთავაზოთ, მაგალითად, მე შენ ამას გაგიკეთებ, შენ კი ასე მოიქცევი.

მეორე ტიპი უხასიათო მელანქოლიკია, რომელსაც ფსიქოასთენიკური ხასიათი აქვს. მისი სისუსტე იმით გამოიხატება, რომ მუდმივად ყურადღებას, მზრუნველობას ითხოვს და ცოლი ყოველთვის უნდა ამშვიდებდეს. ასეთი ტიპის მამაკაცს დადებითი თვისებებიც აქვს. არასდროს ახდენს საკუთარი ძალების დემონსტრირებას, მისი ნდობა შესაძლებელია.

როგორ უნდა იცხოვროთ ასეთი ტიპის მეუღლის გვერდით?

ასეთ შემთხვევაში იუმორი უებარი წამალია. იცინეთ ქმრის შიშებზე, ოღონდ თავად მას არასოდეს დასცინოთ, რადგან ამ ტიპის მამაკაცები ძალიან მგრძნობიარენი არიან.

მესამე ტიპი ფარული უჟმურია. არ უყვარს საკუთარ პრობლემებზე საუბარი, ემოციებს ყოველთვის ფარავს. როგორც წესი, ის ყოველთვის უკმაყოფილოა და ამას არც მალავს.

დადებითი თვისებებიდან აღსანიშნავია ყურადღებიანობა. არასოდეს გამოეპარება უმნიშვნელო დეტალიც კი. ყოველთვის აფიქსირებს და სათანადო ყურადღებას აქცევს ცოლის ხასიათსა და განწყობას.

როგორ უნდა იცხოვროთ ასეთი ტიპის მეუღლის გვერდით?

1. პირველ რიგში, ეცადეთ, გაარკვიოთ, რეალურად რითია უკმაყოფილო თქვენი მეუღლე.

2. თუ გაღიზიანებადობის მიზეზი თქვენი მხრიდან არასათანადო ყურადღებაა, ეცადეთ, გაცილებით მეტი დრო გაატაროთ მის გვერდით.

0
138
5-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
138
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0