ოჯახური სკანდალი: მიშა გომიაშვილი გასტროლებზე საყვარელთან ერთად წავიდა (+ ვინ არის მისი ახალი სიყვარული?)
წლების მანძილზე მიშა გომიაშვილი იმ კაცად ითვლებოდა, რომელიც ცოლს არასდროს ღალატობდა. ის ამბობდა, როდესაც სხვა ქალთან წასვლის სურვილი მიჩნდება ჯერ ცოლს ვეყრებიო. სწორედ ამით აიხსნებოდა ის ფაქტი, რომ მსახიობს რამდენიმე ყოფილი ცოლი ჰყავს. ალბათ ცხოვრებაში, ერთჯერ მაინც, ყველა ღალატობს საკუთარ პრინციპებს, სამწუხაროდ მიშაც ასე მოიქცა.
მსახიობი დაქორწინებული იყო ჟურნალისტ მაკა თვალჭრელიძეზე, რომელსაც მოფერებით ფისოს ეძახდა. მიშა ამბობდა, ჩემი უკანასკნელი და ნამდვილი სიყვარულია, ჩემთან ინტერვიუზე მოვიდა და აღარ გავუშვიო. მათმა თანაცხოვრებამ ხუთ წელს გასტანა. როგორც მაკა ამბობს, ეს რეკორდი იყო მიშასთვის. მათი ცხოვრება ისე ბედნიერად ნამდვილად არ გაგრძელებულა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. ქალბატონი მაკა იხსენებს: "მიშამ თვითონ მითხრა, სხვა შემიყვარდაო. მიშას ქალებთან დამოკიდებულების ამბავი საქართველომ კი არა, მთელმა მსოფლიომ იცის. ყველა ჯერზე ამბობს, რომ ეს მისი უკანასკნელი სიყვარულია. თვითონ მე მიშას არასდროს დავტოვებდი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მიზეზი მქონდა. იმის მიზეზიც მქონდა, რომ მასთან მეცხოვრა და ის ყველაფერი გამეკეთებინა, რასაც მისთვის ვაკეთებდი. სიმართლე გითხრათ, ქმრის საყვარლებთან მივარდნები ჩემი სტილი არ არის. იმ პერიოდში ექვსი თვის განმავლობაში მიშა ჩემგან რამდენჯერმე წავიდა და დაბრუნდა.
პირველივე დღეს, როცა ამ ამბის შესახებ გავიგე, ნივთები ჩავულაგე. კაცი რომ გეტყვის, სხვა ქალი შემიყვარდაო, მის გვერდით წოლა, რბილად რომ ვთქვა, მთლად კარგი საქციელი არ არის. ერთხელ მითხრა, დამტენი მომაწოდე, ტელეფონი დამიჯდა, ქეთუშას უნდა დავურეკოო. ჩემი ხელით შევუერთე ტელეფონი, უკვე ყველაფერი ნათელი იყო. იმ პერიოდში იღებდნენ ფილმს "დარჩი ჩემთან". მორიგი შერიგება შემომთავაზა. თავის ძმასთან ერთად მოვიდა, ჩამეხუტა, ყველაფერი დამთავრდა, მივხვდი, რომ შენ მიყვარხარო, მითხრა. ფხიზელი იყო. დავიჯერე, რადგან მიშას კარგად ვიცნობ და მივხვდი, არ ტყუოდა. გავიდა დრო, არაფრით არ მოასვენა იმ ქალმა. თან იცოდა, რომ სახლში იყო მიშა და გვერდით ცოლი ჰყავდა.
გაუთავებლად ურეკავდა. უნდა გამერკვია ყველაფერი, მშვიდად მინდოდა დავლაპარაკებოდი იმ ქალს. სამსახურში მივაკითხე. გარეთ იდგა, სიგარეტს ეწეოდა. რომ დამინახა, შიგნით შესვლა გადაწყვიტა, ერთი წუთით, ვერ მიცანით, მიშას ცოლი ვარ-მეთქი, ვუთხარი. ამის თქმა იყო და დაიწყო ყვირილი, მე რა შუაში ვარ, შენს ქმარს მოჰკითხეო. ვეღარ მოვითმინე და უხეშად ვუყვირე, ცოლიან კაცს რაჭაში რომ წაჰყევი გასტროლებზე, ეგ ნორმალურია-მეთქი?.. რაჭაში იყვნენ გასტროლებზე, ზურა ყიფშიძეს ცოლი ჰყავდა წაყვანილი, ალეკო მახარობლიშვილსაც და ჩემს ქმარს საყვარელი ახლდა. ალეკოს რომ დავურეკე, მიშა ხომ არ სვამს-მეთქი, დაიბნა კაცი, ენა ჩაუვარდა. მე სულელი ისევ მის ჯანმრთელობაზე ვფიქრობდი. 45 წლის ქალი პირდაპირ სუფრაზე ეზასავებოდა თურმე ჩემს ქმარს. ხალხი დაშოკილი იყო".
ამბობენ, მიშას და მისი ახალი სიყვარულის, ქეთი კალანდაძის რომანი დასრულდაო, ზოგისთვის სამწუხაროდ და ზოგისთვის საბედნიეროდ წყვილი ერთმანეთს დაშორდაო. ქალბატონი მაკა ირწმუნება, რაც მიშა ჩემგან წავიდა ყოველ მეორე კვირას ნარკოლოგიურში ხვდება, ეს მე ვიყავი კუდში, რომ დავდევდი, ქუჩა-ქუჩა ვეძებდი, ნასვამი თუ იყო, მაგრამ ვინ დამიფასაო. მიშა გომიაშვილის ფეისბუქის გვერდის მიხედვით, თუ ვიმსჯელებთ ის დაქორწინებულია ქეთი კალანდაძეზე. მსახიობს საყვარელ ქალთან (ქეთისთან) გადაღებული სურათებიც ბლომად აქვს.
ერთ-ერთ მათგანს კი ამშვენებს მიშას წარწერა: "კაცს ბედნიერებისთვის სჭირდება მხოლოდ ერთი რამ-უყვარდეს საყვარელ ქალს... მე ბედნიერი ვარ, იმიტომ, რომ ვუყვარვარ საყვარელ ქალს... სირთულე მხოლოდ ერთშია, ამ სიყვარულს გაფრთხილება უნდა, უნდა ეფოფინო, რომ ეს ცეცხლი სიყვარულის არ ჩაქრეს, თორემ მერე ამ ცეცხლს ვეღარ აანთებ! გთხოვთ გაუფრთხილდეთ ამ ღვთიურ ძალას. მოპოვება ადვილია, შენარჩუნება ძნელი... გიყვარდეთ ერთმანეთი, გაუფრთხილდით ერთმანეთს! მხოლოდ სურვილი, გაფრთხილება, მოფერება და რაც მთავარია ერთგულება! კაცი რომელიც საყვარელი ქალის ერთგული არაა, მაპატიეთ, მაგრამ ის კაცი არაკაცია და არაფრის ღირსი არაა. მე ამ სიტყვებზე პასუხს ვაგებ ყველგან და როცა გინდათ. თქვენი მიშა გომიაშვილი... აბა შეიძლება ასეთ ქალს უღალატო და მისი ერთგული არ იყო?".
დასკვნები თქვენთვის მომინდია...