x
image
K.P.
ღალატის სტატისტიკა საქართველოში

imageღალატი მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებულია. არსებობს ღალატის რამდენიმე ფორმა. ეს სტატია კი ცოლ-ქმრულ ღალატს ეხება. რა არის ცოლ-ქმრული ღალატი? ღალატის ეს ფორმა მოიაზრებს სექსს იმ ადამიანთან, რომელიც თქვენი მეუღლე არ არის. image
ცხადია, თუ კავშირი ქორწინების მიღმა ხდება და წყვილი ამაზე თანხმდება, ეს ღალატი არ არის. მსოფლიოში მოსახლეობის 22% ღალატობს პარტნიორს. საინტერესოა რა მაჩვენებელია ამ მხრივ საქართველოში?
საქართველოში „GeoSexMD“-მა ჩაატარა გამოკითხვა, რომელშიც მონაწილეობა 608 დაოჯახებულმა ადამიანმა (271 ქალმა და 337 მამაკაცმა) მიიღო, ხმის მიცემა ხდებოდა ანონიმურად ონლაინ გამოკითხვით.image საერთო გამოკითხულთა 44% -მა განაცხადა რომ მეუღლისთვის უღალატია. საშუალოდ მამაკაცების 51, 9% მეუღლის ერთგულია. ხოლო 48, 1% ღალატობს მეუღლეს (ან წარსულში უღალატია) ქალების საშუალოდ 39% ღალატობს მეუღლეს, 61 % კი ერთგულია. image

საინტერესოა კითხვაზე პასუხი: შეგიძლიათ თუ არა მეუღლისათვის ღალატის პატიება? ამ გამოკითხვაში 692 დაოჯახებული ადამიანი (427 მამაკაცი და 265 ქალი) მონაწილეობდა. საერთო გამოკითხულთა მხოლოდ 19 % –მა აღნიშნა, რომ შეუძლია მეუღლეს აპატიოს ღალატი, ხოლო 81 %-ის მტკიცებით მათ არ შეუძლიათ მეუღლეს აპატიონ. ქართველი მამაკაცების 11%-ს შეუძლია აპატიოს ღალატი, 89%-ს კი ეს არ შეუძლია. ქალების 69%-ს ღალატის პატიება არ შეუძლია, 31%-ს კი ამის შესაძლებლობა აქვს. image

საინტერესოა რამდენად რეალურია აღნიშნული გამოკითხვის შედეგები. ფაქტი კი ისაა, რომ მეტი ადამიანი ღალატობს, პატიება კი ნაკლებს შეუძლია.

0
264
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
264
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0