სხვა მილიონერი ბიზნესმენის შვილმა თავი მოიკლა( არსებობს საეჭვო სამხილი) 2013, 25 იანვარი, 18:26 გუშინ, 24 იანვარს 25 წლის ახალგაზრდა მამაკაცი იპოვეს ხეზე ჩამომხრჩვალი. შემთხვევა მოხდა სამხრეთ-აღმოსავლეთ ტაილანდში. ჩამომხრჩვალი კი რუსი ტურისტი იყო.
" Pattaya Daily News" - ის ცნობით, გარდაცვლილის სხეულთან ახლოს იყო მოტოციკლი Honda. მის სკამზე აღმოჩენილი იქნა ახალგაზრდა კაცის ნაფეხურები, რის შედეგადაც პოლიციამ დაასკვნა, რომ მოხდა თვითმკვლელობა, თუმცა ეს მხოლოდ წინასწარი ვარაუდია, რასაც დანამდვილებით არ შეგვიძლია ვერწმუნოთ.
იქვე აღმოჩენილი საბუთების მიხედვით, დადგენილია გარდაცვლილის ვინაობა. გარდაცვლილი აღმოჩნდა პაკსხამ რახმანი. ის არის რუსი მილიონერის ვაჟი. მამამისი დასაქმებულია უძრავი ქონების ბიზნესით.
შემთხვევის ადგილზე არ იქნა აღმოჩენილი არავითარი ჩხუბის კვალი. სხეულის დათვალიერების შედეგად არც მასზე შეიმჩნეოდა დაზიანებები, რაც წარმოქმნიდა ეჭვის საფუძველს რუსი ახალგაზრდის სიკვდილთან დაკავშირებით. ამ ფაქტების გათვალისწინებით, პოლიცია ერთ-ერთ ვერსიად სუიციდს ასახელებს. მაგრამ გამომძიებლებმა გაამახვილეს ყურადღება უცნაურ ფაქტზე - გარდაცვლილს თავზე შემოხვეული ჰქონდა პერანგი. ამ ფაქტის გამო საქმის მსვლელობისას განხილული იქნება ყველა საეჭვო ვერსია.
სამართალდამცავი ორგანოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდა კაცი ავად იყო ხანგძლივი ქრონიკული დეპრესიით და რამდენჯერმე მკურნალობდა კიდეც კერძო კლინიკებში. პოლიცია იმასაც ვარაუდობს, რომ ახალგაზრდამ თავი ჩამოიხრჩო ავადმყოფობისგან თავის არიდების მიზნით. 113 4-ს მოსწონს
|