ფოტოშპიონებმა შესძლეს და BMW X7-ს ფოტო გადაუღეს, იუწყება პორტალი "BimmerBoost"-ი, ავტომობილი სერიულად მხოლოდ 2014 წელს გამოვა.სატესტო ავტომობილი კალიფორნიის შტატში იქნა შემჩნეული.ახალი BMW-ს ყველგანმავალი კონკურენციას გაუწევს Mercedes-Benz GL-ს და Audi Q7-ს, სალონი 7 კაციანია, აი რაც შეეხება სხვა ტექნიკურ მახასიათებლებს, ისინი ჯერჯერობით უცნობია.ახალი BMW-ს სერია პირველ რიგში ა.შ.შ.-ს ბაზრისთვისაა გათვლილი.