სიახლეები ჩინეთი პირველად ისტორიაში უმსხვილესი ავტოიმპორტიორი გახდა 2023, 19 მაისი, 17:39
2023 წლის პირველი კვარტლის შედეგების მიხედვით, ჩინელმა ავტომწარმოებლებმა 1, 069, 000 მანქანა გაგზავნეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რამაც შესაძლებელი გახადა ისტორიაში პირველად ქვეყანას მსოფლიოში უმსხვილესი ავტოექსპორტიორის პოზიცია დაეკავებინა და უკან ჩამოიტოვებინა გერმანია და იაპონია, რომლებიც ადრე ლიდერები იყვნენ.
ნომერი მეორე ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში იაპონია იყო, რომელმაც უცხოურ ბაზრებს 1, 047 მილიონი ავტომობილი მიაწოდა. თუმცა, ჩინეთი აგრძელებს მოცულობის ზრდას: მხოლოდ აპრილში ქვეყნიდან ექსპორტზე კიდევ 376 ათასი მანქანა გავიდა, რაც 170%-ით მეტია 2022 წლის იმავე თვესთან შედარებით. საექსპორტო ბაზრებზე ავტომობილების სამი უმსხვილესი მიმწოდებელი არის კონცერნი SAIC და Chery-ი, ასევე Tesla-ს ჩინური ფილიალი. ძირითად იმპორტიორ ქვეყნებს შორისაა რუსეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, ავსტრალია, გერმანია, არაბთა გაერთიანებული საამიროები და სამხრეთ კორეა. ჩინეთის მწარმოებელთა ასოციაციის პროგნოზით, 2023 წლის ბოლოსთვის ავტომობილების ექსპორტის მოცულობა 4 მილიონ ავტომობილს მიაღწევს. ამავდროულად, 2020 წლამდე, რის შემდეგაც ჩინეთმა დაიწყო მიწოდების მოცულობის გაზრდა, წელიწადში საშუალოდ დაახლოებით 1 მილიონი მანქანა იგზავნება საზღვარგარეთ.მაგალითად მარტო რუსეთში ახალი ჩინური მანქანების იმპორტი 2021 წლის იანვრიდან 15-ჯერ გაიზარდა. ჩინური ავტომრეწველობა თავის ისტორიას 1953 წლიდან ითვლის, როდესაც შეიქმნა სახელმწიფო ავტოკონცერნი FAW, 1960 -იან წლებში კიდევ შეიქმნა რამდენიმე ავტოსაწარმო, თუმცა ჩინეთი შემდგომი 30 წელი მაინც ავტოიმპორტზე იყო დამოკიდებული, ქვეყანა ყიდულობდა ავტომობილებს ძირითადად სსრკ-დან, 1980-იანი წლების მეორე ნახევრიდან კი იაპონიიდან, 1985 წლიდან ჩინეთი აცხადებს მორატორიუმს იმპორტირებულ ავტომობილებზე და იწყებს ერთობლივ ავტოკონცერნების აშენებას ჩინეთში, ხელშეკრულება ფორმდება ამერიკულ AMC -სთან, გერმანულ Volkswagen-ნთან და ფრანგულ Groupe PSA-სთან. 1992 წლისთვის ჩინეთში დამზადდა 1 მილიონი ავტომობილი, პარალელურად ვითარდება ნაციონალური ავტომრეწველობა, რომლის ხვედრითი წილი 2002 წლისთვის უკვე 21% იყო. 2009 წლისთვის ჩინეთი ავტომობილების წარმოებით მსოფლიოში პირველ ადგილზე გადავიდა, თუმცა ავტომობილების აბსოლუტური უმრავლესობა შიდა ბაზრისთვის იყო გათვლილი. დღეისთვის ჩინეთში 10 მსხვილი ავტოკონცერნია, რომელიც 100-მდე სხვადასხვა დასახელების და მოდიფიკაციის ავტომობილს ამზადებს. ჩინეთის მიერ გაყიდული ავტომობილების ხვედრითი წილი 2021 წლისთვის ასე გამოიყურებოდა:44, 4% იყო ჩინური ბრენდები (BYD, Lifan, Chang'an, Geely, Chery, Hafei, Jianghuai, Great Wall, Roewe, FAW და ა.შ.), 20, 6% გერმანული და იაპონური ბრენდები, 10, 2. % ამერიკული, 2, 4% სამხრეთ კორეული, ხოლო 0, 6% ფრანგული. 198 4-ს მოსწონს
|