x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
8 წლის დაკარგული გოგონა გატაცებული ჯიპის საჭესთან მჯდომი იპოვეს(ვიდეო)
image

რვა წლის გოგონამ ოჰაიოში დედის მსუბუქი ავტომობილი მოიპარა და 21 კილომეტრი გაიარა.


აშშ-ში, ოჰაიოში, პატარა გოგონამ დედის ჯიპი მოიპარა, რათა მაღაზიაში წასულიყო. ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.


ქალმა დილითვე შეამჩნია, რომ მისი რვა წლის ქალიშვილი დაიკარგა და ასევე მისი Nissan Rogue ადგილზე არ იდგა.მან მაშინვე გამოიძახა პოლიცია. ოჯახის სხვა წევრებმა აღნიშნეს, რომ გოგონა ბოლოს დაახლოებით ორი საათის წინ ნახეს.


ადგილობრივმა მცხოვრებლებმა პოლიციას, რომელმაც გამოძიება დაიწყო, უთხრეს, რომ მათ დაინახეს ბავშვი, რომელიც მანქანას მართავდა. თვითმხილველების მიერ აღწერილი მარშრუტის შემდეგ, პოლიციის თანამშრომლები მიადგნენ მაღაზიას, რომელიც მდებარეობდა დაკარგული გოგონას სახლიდან 21 კილომეტრის მანძილზე! იქვე, ავტოსადგომზე იპოვეს Nissan Rogue. პატარა მძღოლი კი მაღაზიაში აღმოჩნდა.


გოგონას თქმით, მან გზაში მხოლოდ ერთხელ შექმნა საავარიო სიტუაცია, როცა საფოსტო ყუთს შეეჯახა.მთლიანად სხვა ქალაქის მაღაზიაში მისვლამდე 25 წუთი მოანდომა.


რატომ გადაწყვიტა მან ავტომობილით მაღაზიაში წასვლა პრინციპში, არ არის ცნობილი. როგორც Associated Press-ი ხაზს უსვამს, პოლიცია ჯერ კიდევ განიხილავს, წაუყენოს თუ არა რაიმე ბრალდება პატარა დამრღვევს.

0
372
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
372
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0