სიახლეები კგბ-ს სპეცვოლგა 55 000 დოლარად იყიდება 2024, 16 ოქტომბერი, 14:45 ![]() საუბარია ერთ-ერთ ე.წ. catch-up მანქანაზე, გაზ-24-24-ის მოდიფიკაციაზე, რომელიც შეიქმნა სსრკ სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანოებისთვის დასავლეთის ქვეყნების საელჩოების მანქანების ფარულად მონიტორინგის მიზნით, რომლებიც უფრო სწრაფი იყო, ვიდრე ჩვეულებრივი "ვოლგა". გარედან ის არაფრით განსხვავდებოდა სტანდარტული „ოცდაოთხისაგან“, სინამდვილეში კი -24-24-ს გააჩნდა გაძლიერებული საკიდარი და ლანჟერონები, ხოლო სტანდარტულის ნაცვლად, მოდიფიცირებული V8 ძრავა „ჩაიკა“ გაზ-13-დან, ჰიდრავლიკური საჭე და სამ სიჩქარიანი ავტომატური ტრანსმისია. მაგრამ იმისათვის, რომ ყურადღება არ მიეპყრო, შიგნით დარჩა უფუნქციო მესამე-გადაბმულობის პედალი (სინამდვილეში კი მოქმედი სათადარიგო მუხრუჭი) და სტანდარტული მექანიკური ბერკეტი. გამონაბოლქვის მილიც კი შენიღბული იყო. ![]() ![]() მოკლედ ეს ყველაფერი იმისთვის იყო, რომ ვინმეს ზედმეტი კითხვები არ გასჩენოდა. ოთხკამერიანი კარბურატორით აღჭურვილი 5.5 ლიტრიანი ძრავა 195 ცხ.ძალით , რაც საკმარისი იყო 182 კმ/სთ სიჩქარის აკრეფისთვის- მეტი არც იყო საჭირო. ![]() 24-24-ს ასევე არ ჰქონდა ჩვეულებრივი " ვოლგასთვის" დამახასიათებელი ტორტმანი მაღალ სიჩქარეზე და მოსახვევშიდაც უფრო მყარად შედიოდა გაძლიერებული სტაბილიზატორის წყალობით. ![]() 1986 წელს გამოშვებული გაზ-24-24-ის ამჟამინდელი მფლობელი ეკატერინბურგიდან ისეთ ფასად ყიდის, რომელიც მიუწვდომელია საბჭოთა მანქანების მოყვარულთათვის, 55 000 დოლარი, ამბობს, რომ მიი რესტავრაცია ძვირი დაუჯდა. ![]() ერთადერთი უცნაურობა ის არის, რომ „ catch-up“ მანქანა შავი ფერისაა, როგორც წესი ასეთ მანქანებს, ნაკლებად შესამჩნევ ფერებში ღებავდნენ, რათა თვალშისაცემი არ ყოფილიყო. ![]() 586 2-ს მოსწონს
|