სიახლეები დასახელდა მსოფლიო ლიდერი ავტომობილების გაყიდვაში დღეს, 16:02 ![]() ამ ტიპის მანქანების გაყიდვით მსოფლიო ლიდერად კვლავ ჩინეთი რჩება, 1 მილიონ 963 ათას 464 ავტომობილით. აშშ-ში 1 მილიონ 108 ათას 924 ერთეული გაიყიდა, რაც გასულ წელთან შედარებით 4, 5 პროცენტით მეტია . რაც შეეხება დასავლეთ ევროპის ავტობაზრებს, მათი გაყიდვები გასულ წელთან შედარებით 3, 2 პროცენტით დაეცა და 1 მილიონ 8 ათას 694 გაყიდულ ავტომობილს შეადგენს. აღმოსავლეთ ევროპაში 288 624 ერთეული გაიყიდა, რაც 2, 9 პროცენტით ნაკლებია გასული წლის იანვართან შედარებით. სამხრეთ ამერიკაში ადგილობრივმა დილერებმა ერთ თვეში 225, 619 მანქანა გაყიდეს, რაც 22.3%-ით მეტია 2024 წლის იანვართან შედარებით. მსოფლიოს უმსხვილეს ავტობაზრებს შორის აღსანიშნავია იაპონია (372441 ცალი; +11, 9%), კანადა (111838 ცალი; +0, 2%) და სამხრეთ კორეა (104042 ცალი; -9, 3%). რაც შეეხება ევროპის ცალკეულ ქვეყნებს. გერმანიის საავტომობილო ბაზარმა შეინარჩუნა პირველი ადგილი ევროპულ რეიტინგში, იანვარში გაყიდული 207, 640 ავტომობილით. მეორე ადგილზეა დიდი ბრიტანეთი, (139 345 ცალი, -2, 5%).მესამეზე იტალია, (133 731 ცალი, -5, 8%)) მეოთხეზე საფრანგეთი(114 673 ცალი;-6, 2%) მეხუთეზე რუსეთის ფედერაცია 89 082 (+11 %) 103 1-ს მოსწონს
|