x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"მერსედესის" ბაზაზე აწყობილი "ვოლგა" გაზ-21-ს 190 ათას დოლარად ყიდიან
image

საინტერესო განცხადება აღმოაჩინეს მანქანების ყიდვა- გაყიდვების ერთ-ერთ პოპულარულ საიტზე, სადაც იყიდება უნიკალური სედანი- გაზ-21 "ვოლგა" რომელსაც გამყიდველი აფასებს 11 მილიონი რუბლს(დაახლოებით 190 000 ამერიკული დოლარი). აღსანიშნავია, რომ ავტომობილი უკვე რამდენიმე წელია გაყიდვაშია, მაგრამ არცერთი გამყიდველი არ მოიძებნა.


ავტომობილი აგებულია Mercedes S-Class W220-ის ბაზაზე, კორპუსი შეცვლილია. ავტომობილი აღჭურვილია 5-ლიტრიანი V8-ძრავით, რომლის სიმძლავრე არ არის მითითებული. S-კლასში ის 306 ცხენის ძალას გამომუშავებდა, ხუთ სიჩქარიანი ავტომატური ტრანსმისიით.

სედანი უკანა წამყვანი თვლებით 6, 5 წამს ანდომებდა ნულიდან ასამდე სიჩქარის აკრეფას, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ-ი იყო.


image

ცნობილია, რომ ჩატარდა კაპიტალური რემონტი, რის შემდეგაც გარბენი 1000 კმ-ია. დამონტაჟებულია სრულად პნევმატური საკიდარი.

image

გამყიდველი იტყობინება, რომ პროექტი დასრულდა 2021 წელს, ხოლო ვოლგა დარეგისტრირდა 2022 წელს. ავტომობილი რეგისტრირებულია როგორც „ხელნაკეთი მანქანა“, თუმცა ამ დრომდე მყიდველი არ გამოუჩნდა.

image

imageimage
image


ინტერნეტმომხმარებლები ძირითადად უარყოფითად ეხმაურებიან ამ რესტაილინგს, თუმცა ისეთებიც არიან, რომლებსაც მოწონთ მანქანა.



"მე მინახავს გაზ -21-ის რამდენიმე ასეთი მოდიფიკაცია, ზოგიერთი მათგანი ძალიან ელეგანტური იყო.ეს ყველაზე მახინჯია..."



"ანუ თუ "მერსედესს" დაუყენებ "ვოლგის" ფარებს, რადიატორის ცხაურს და უკანა მაშუქებს, ეს უკვე ვოლგაა?



"ახალი განავალი ძველი S კლასისგან.ფუ საშინლად ამაზრზენია"


"იყო ორი ნორმალური მანქანა, ახლა გახდა ერთი ნეხვის გროვა"



"მე ყველაფერი მომეწონა ფასის გარდა. აიღეს ორი კასრი თაფლი, აურიეს ერთმანეთში და მიიღეს თაფლის ახალი ნაზავი. კაპოტს ოდნავ დავამოკლებდი. რაღაც გრძელი ცხვირი ჩანს . რაც შეეხება დანარჩენს, უბრალოდ პირდაპირ აიღეთ და გაუშვით კონვეიერზე."'

0
455
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
455
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0