სიახლეები დასახელდა 9 ავტომობილი, რომლის ავარიასაც მსხვერპლი არასოდეს მოჰყოლია 2015, 1 ივლისი, 14:59 აშშ-ს საგზაო უსაფრთხოების დაზღვევის ინსტიტუტმა(IIHS) შეისწავლა ამერიკის გზებზე მომხდარი ავტოავარიების სტატისტიკა ბოლო 4 წლის მანძილზე და გამოაქვეყნა იმ ავტომობილების სია, რომლის ავარიასაც მსხვერპლი არასდროს მოჰყოლია და ავტომობილები, რომლის ავარიასაც მსხვერპლთა ყველაზე მეტი რაოდენობა მოჰყვა. IIHS-ის კვლევამ დაამტკიცა ის მოსაზრება, რომ რაც უფრო დიდია ავტომობილი, მით უფრო უსაფრთხოა.რეიტინგში უმეტესობა ყველგანმავალი ჯიპები მოხვდა. აშშ-ს სადაზღვევო ინსტიტუტის მონაცემებით ავტოავარიებმა ფატალური შედეგით ბოლო რამდენიმე წელია მკვეთრად იკლო.შემცირებულია თითქმის ერთი მესამედით.ექსპერტების აზრით ეს გამოწვეულია ძირითადად თანამედროვე ავტომობილების უფრო დახვეწილი უსაფრთხო კონსტრუქციით და ტექნოლოგიით. თუ ავტომობილების კონსტრუქცია ისეთივე იქნებოდა როგორც 1985 წელს ამერიკაში ყოველწლიურად 7700 ადამიანით მეტი დაიღუპებოდა აღნიშნავენ ექსპერტები. მაშ ასე: ყველაზე უსაფრთხო ავტომობილების სიაში მოხვდნენ:1)Audi A4 4WD 2) Honda Odussey 3) Kia Sorento 2wD 4) Lexus RX 350 4WD.5) Mersedes-Benz GL 4WD.6) Subaru Legacy 4WD.7) Toyota Highlander Hybrid 4WD. 8)Toyota Sequola 4WD.9) Volvo XC90 4WD. რაც შეეხება ყველაზე სახიფათო ავტომობილებს, ლიდერობს Kia Rio.ამ ავტომობილის ავტოავარიას 149 ადამიანის სიკვდილი მოჰყვა.მას მოჰყვებიან:Nissan Versa (Tiida) — 130 და Hyundai Accent — 120. 4221 10-ს მოსწონს 1-ს არა
|