სიახლეები ჩინეთი ავტომობილების წარმოებით მეორე ადგილზე მდგარ აშშ-ს სამჯერ ასწრებს - გაეცანით ტოპ 10 ავტომობილის მწარმოებელს 19 მაისი, 18:21
სულ ახლახან ცნობილი გახდა, რომ ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს. როგორც ჩინეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ჭოუ ციენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ჩინური მანქანების ბაზრობა, სავარაუდოდ, ქუთაისში გაიხსნება.
"ბევრი ჩინური კომპანიაა საქართველოში ინვესტიციებით დაინტერესებული. იგეგმება, რომ მოეწყოს მანქანების ბაზრობა საქართველოში, ჩინეთიდან შემოტანილი ავტომობილების. შეიძლება ეს ბაზრობა ქუთაისში განთავსდეს. კიდევ მრავალი ინვესტიცია და გეგმა არსებობს სხვადასხვა ჩინური კომპანიების, რომლებიც საქართველოში ჩინური ინვესტიციებით არიან დაინტერესებულები. ვფიქრობ, რომ ეს ბაზრობა მალე იქნება. ჯერჯერობით, ზუსტი თარიღი არ ვიცით, მიმდინარე წელს წესით უნდა იყოს", - განაცხადა ჭოუ ციენმა. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთს მსოფლიოში პირველი ადგილი უჭირავს ავტომობილების წარმოების მიხედვით, ქართველი (და არა მარტო)მომხმარებელი მაინც უნდობლად ეკიდება ჩინურ პროდუქციას, შარშან საქართველოში იმპორტირებული ავტომობილებიდან მხოლოდ 1, 7% იყო ჩინური, თუმცა უნდა ისიც აღინიშნოს ყოველწლიურად მატულობს ჩინური ავტომობილების შემოყვანა.მაგალითად 2019 წელში სამ თვეში თუ სულ 17 ჩინური ავტომობილი იყო შემოყვანილი, 2023 წლის ანალოგიურ სამ თვეში მისი რაოდენობა უკვე 511 ერთეულამდე გაიზარდა. ახლა კი გავეცნოთ მსოფლიოში ტოპ 10 ავტომობილის მწარმოებელ ქვეყანას(2023 წლის მონაცემები) 1 ჩინეთი 30, 160, 966 ცალი 2 შეერთებული შტატები 10, 611, 555 3 იაპონია 8, 997, 440 4 ინდოეთი 5, 851, 507 5 სამხრეთ კორეა 4, 244, 000 6 გერმანია 4, 109, 371 7 მექსიკა 4, 002, 047 8 ესპანეთი 2, 451, 221 9 ბრაზილია 2, 324, 838 10 ტაილანდი 1, 841, 663 ყველაზე პოპულარულ ჩინურ მსუბუქ ავტომობილებად ითვლება: Chery Haval Geely მთავარ ფოტოზე: ჩინური სედანი FAW 336 3-ს მოსწონს
|