x
image
nukrichanturia
ყველაზე უცნაური ინტიმური კანონები
image გთავაზობთ საინტერესო და კურიოზულ ინტიმურ კანონებს.

ახლო აღმოსავლეთის მრავალ ქვეყანაში დღემდე მოქმედებს ისლამური კანონი იმის შესახებ, რომ არ შეიძლება იმ ცხვარის დაკვლა და ჭამა, რომელთანაც ადამიანს ინტიმური კავშირი ჰქონდა. ვინც ამ კანონს დაარღვევს, სიკვდილით დასჯა ემუქრება და ვერასოდეს მოხვდება სამოთხეში, სადაც მის ირგვლივ 70 ლამაზმანი ტრიალებს.

ბაჰრეინში ექიმმა გინეკოლოგმა. თუ ის მამაკაცია, პროფესიული დაკვირვებები და მკურნალობის პროცედურა მხოლოდ სარკის ანარეკლში უნდა მოახდინოს, რადგან მას შიშველი ქალის პირდაპირ ცქერა ეკრძალება.

კოლუმბიის ქალაქ კალიში ქორწინების პირველ ღამეს უნდა ესწრებოდეს პატარძლის დედა.


ამერიკაში, კოლორადოს შტატში, მამაკაცებს ეკრძალებათ ქალის კოცნა, თუ მას სძინავს. კონექტიკუტის შტატის ქალაქ ჰარტფორდში ქმარს ეკრძალება ცოლის კოცნა კვირადღეს.

ფლორიდაში მამაკაცებს სექსის დროს ეკრძალებათ ქალის მკერდის კოცნა.

მინესოტას შტატში ყოვლად დაუშვებელია ინტიმური ურთიერთობისას ფანტაზიები.

ოჰაიოს შტატში ქალებს ლაქის ფეხსაცმელებით სიარული ეკრძალებათ, რადგან, ამერიკელი კანონმდებლების აზრით, ლაქის ფეხსაცმელმა შეიძლება აირეკლოს ქალის საცვლები.

ინგლისში თუ მამაკაცი უცნობ ქალს ინტიმურ ურთიერთობას შესთავაზებს, იგი დაჯარიმდება 180 ევროთი ან სამთვიან პატიმრობას მიუსჯიან.

ირლანდიაში აკრძალულია პრეზერვატივების იმპორტი. ტურისტებს თითო ეგზემპლარის შეტანაც ეკრძალებათ. ეს კანონი კათოლიკური წესებიდან გამომდინარეა.

ჩინეთში შიშველი ქალების ცქერა ნებადართულია, მაგრამ ჯარიმის გადახდა მოგიწევთ იმ შემთხვევაში, თუ ჩაცმულ ქალს ფეხებზე დიდხანს დააკვირდებით.

5
364
8-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
364
  
2013, 20 იანვარი, 1:21
:::::)))))) ჰაჰაჰაა საღოლ
2013, 20 იანვარი, 1:14
:D:D:D: აბა ჩვენთან კახეთში სადაც ვირია, იქ ალბათ ცხვარია:D:D
2013, 20 იანვარი, 1:10
აუ იმ ცხვრის დაკვლას ვაპირებდიი....კიდე კაი მითხარით.....:::::::))))))) და ცხვართან რატო ვაფშე ტოოო :)))))) ოჰ მამა ჯალა მამა :))) რას არ გაიგებ რას არ შეიტყობ რას არ ნახავ და რას არ შეიგრძნობ მაგრამ ...რაც მე დასაწყიში ცავიკითხე....მაგარი ემოციიით გავიცინე.....მაგას სმაილი არ მოეძებნება.....:))))
2013, 20 იანვარი, 1:00
:D
2013, 20 იანვარი, 0:59
უი რა საინტერესოა:D
0 1 5